სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“ინფექციური საწოლები არ გაქვთ და ეს პირდაპირ სიკვდილი იქნება” – გაეროს გენერალური...

“ინფექციური საწოლები არ გაქვთ და ეს პირდაპირ სიკვდილი იქნება” – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი

16/01/2020

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის სფეროში გიორგი ფხაკაძე საქართველოში გამწვავებულ ეპიდსიტუაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი ისევ კარანტინის შემოღებაა.


“როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა შენ არ გაქვს, პირდაპირი მნიშვნელობით სიკვდილი იქნება, -უთხრა მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმს”


„საქართველოში ერთადერთი გამოსავალია ისევ კარანტინის შემოღება. ვიცი, რომ არაპოპულარულია რასაც ახლა ვამბობ, ძალიან ბევრი ადამიანი გამლანძღავს, მაგრამ რეალურად ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება – არ გვაქვს რეანიმაციული საწოლები.


ევროპას ამის ფუფუნება აქვს, ხალხის გადამზადება უკვე აპრილიდან დაიწყო, საავადმყოფოების გადაიარაღება, ტრენინგები და ა.შ. ანუ ამაზე ხალხი 7-8 თვე მუშაობს. მათ აქვთ ფუფუნება იმისა, რომ ქვეყნები არ ჩაკეტონ, ინფექციური საწოლების რაოდენობა აქვთ და შენ, როცა ინფექციური საწოლების რაოდენობა არ გაქვს, პრაქტიკულად იქნება სიკვდილი პირდაპირი მნიშვნელობით!“, – განაცხადა ფხაკაძემ.


ამას ითხოვდა “ალია” 26 იანვრიდან მოყოლებული, ექიმების გადამზადებას, საწოლფონდის შევსებას, სპეც. კლინიკების მოწყობას – მაგრამ, მთავრობამ 200 ლარის დარიგება არჩია და სასტუმროების ნაწილისთვის ფულის გადახდა!


მერე კი, იმის ძახილი დაიწყო, რომ ვირუსი სასიკვდილოა, არადა, ვირუსი კი არ არის სასიკვდილო, გაუმართავი ჯანდაცვის სისტემაა სასიკვდილო და არც ის დაგვვიწყებია, 1 მაისს რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ნაწილი გააუქმეთ დიდ ქალაქებში, ვისაც 13 000 პაციენტზე მეტი არა ჰყავს, არ გვჭირდებაო – ყოფილა საჭირო პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმები?


აღარ გყოფნით სასწრაფო სამედიცინო ბრიგადები და ახლა გვეუბნებით, რამდენიმე საათის დაგვიანება არაფერიაო. კი, არაფერია, სიკვდილის გარდა. აი, ამიტომ ითვლიდა “ალია” საწოლებს, თორემ, მოცლილი კი არ იყო!


შეგახსენებთ, დღეს 16 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 11 ადამიანი.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/inpheqtsiuri-satsolebi-ar-g/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რატომ ინფიცირდებიან და კვდებიან ექიმები? – “ეს ღორობაა” – გიორგი ფხაკაძის სკანდალური განცხადება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights