სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძის ინტერაქტიული ლექცია “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის...

გიორგი ფხაკაძის ინტერაქტიული ლექცია “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის…

19/07/2017

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

2017 წლის 19 ივლისს, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ხელმძღვანელის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ლექცია – დისკუსია თემაზე “საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მზაობა ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების მისაღებად“.


შეხვედრას ესწრებოდა 30-ზე მეტი ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სპეციალისტი, სერვისების პროვაიდერების წარმომადგენლები და მაღალი რანგის მენეჯერები. განხივლული იყო შემდეგი საკითხები: საქართველოს ჯანდაცვაში გრძელ და მოკლევადიან ინვესტირებას შორის არჩევანი; სწორი ინვესტირების ქეისი და “due diligence”;


ჯანდაცვის აკრედიტაციის სისტემები და სტანდარტები (ISO 9001, Joint Commission International, Accreditation Canada, და სხვა); საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ხარისხის კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების საკითხებში არსებული სირთულეები და შესაძლებლობები.


შეხვედრა დასრულდა გრძელი დისკუსიით, რომლის დროსაც საზოგადოებას ჰქონდა პრობლემების გაზიარებისა და საერთო გამოსავლის შესახებ აზრის გამოხატვის საშუალება. შედგა კონკრეტული შემოთავაზებები (), მათ შორის საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის მცირე და საშუალო მოთამაშეთა საერთაშორისო აკრედიტაცია და სტანდარტების დაკმაყოფილების გზამკვლევის შემუშავების შესახებ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://dtmu.ge/index.php?Cat=news&full=102&lang=2


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights