სამშაბათი, თებერვალი 3, 2026
მთავარიბლოგი"გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი, კიდევ უფრო გადამდები, ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება...

“გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი, კიდევ უფრო გადამდები, ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება “

27/10/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდის ახალ ვარიანტზე ავრცელებს ინფორმაციას. AY.4.2 – ეს COVID19-ის მორიგი მუტაციის ოფიციალური სახელია. მეცნიერები კოვიდის ახალ ვარიანტს „Delta პლიუსსაც“ უწოდებენ.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ახალი ვარიანტი საკმაოდ ვერაგია. მისი თქმით, ის უფრო მეტად გადამდებია.


“გაიცანით, ახალი კოვიდ ვირუსის ვარიანტი “AY.4.2” ჯერ სახელი არ ააქვს (ზოგი ექსპერტი დელტა + უძახის მაგრამ ის K417N არის შესაბამისად ზოგი ექსპერტი დელტა ++ უძახის, რავი რაც გინდათ ის დაუძახეთ ფაქტია, რომ ვერაგია.


მე უფრო მომწონს “დელტას შვილიშვილი”), ისე დელტა ვარიანტის “ოჯახიდან” არის, პირველად “შეამჩნიეს” ივლისში მაგრამ უკვე გავრცელდა მთელს მსოფლიოში, ყველა კონტინენტზე და 33 ქვეყანაში უკვე “ამოიცნეს” ლაბოლატორიებში: ავსტრალიაში, ინდოეთში, სამხრეთ კორეაში, ამერიკაში, ევროპაში, ბრიტანეთში კი 6% ახალი ინფიცირებული უკვე ამ ახალი ვარიანტით არიან ინფიცირებულნი და ფხაკაძე გაცნობებთ რომ საქართველომდეც არის ჩამოღწეული ეს ახალი ვარისნტი (ოფიციალურად ჯერ ვერ/არ დაადგინეს, ისე ყველა ვარიენტების და ტალღების გამოცხადებე მე მიწევს და მერე “ოფიციალურად” 1-2 კვირის მერე აღიარებენ ხოლმე, ამას მე მგონი ყველა შეეჩვია)❗️


ეს ვარიანტი არის “დელტა ვარიანტის” (B.1.617.2) 10-15% კიდევ უფრო გადამდები და ახასიათებს ფილტვების უფრო დაზიანება.

შეგახსენებთ “დელტა” ანუ ინდური ვარისნტი 50% უფრო გადამდები იყო ვინდრე “ალფა” ანუ ბრიტანული ვარიანტი❗️


ისე ვინც გადაიტანა უკვე კოვიდი, დაცულები არ ხართ რომ ეს დელტა+ და ++ არ დაგემართებათ ❗️


ჩათვალეთ რომ არც გადაგიტანით კოვიდი, ანუ იმუნიტეტი არ გააქვთ❗️


ასევე ვინც ხართ აცრილი სპუტნიკით, სინოფარმით, სინოვაკით და ასტრა ზენეკით დაცულები არ ხართ და დროზე აიცერით ფაიზერით❗️


კარგი ამბავი არის ის რომ საქართველოში არსებული ვაქცინებიდან “ფაიზერი” არის ეფექტური როგორც დელტა ასევე დელტა+ შემთხვევებში❗️


სამედიცინო პირბადე არის ასევე საკმაოდ ეფექტური❗️


ფიზიკური დისტანცია (საუკეთესოა 2 მეტრიანი) ასევე აჩვენებს კარგ შედეგებს.
ფრთხილად იყავით❗️”,- წერს გიორგი ფხაკაძე.

  როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა – ფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/gaicanit-akhali-kovid-virusis-varianti-kidev-ufro-gadamdebi-akhasiatebs-filtvebis-ufro-dazianeba-ra-informacias-avrcelebs-giorgi-fkhakadze




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights