ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! – ახლა ნახეთ...

ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი! – ახლა ნახეთ ვირუსის…

27/11/2020

ეს „შავი პარასკევი“ საქართველოს ისტორიაში ნამდვილად იქნება შავი პარასკევი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.


როგორც მან განმარტა, შეზღუდვებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა. ფხაკაძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვები დაგვიანებულია. ის ამასთან, საზოგადოების მხრიდან დაუდევრობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს სავაჭრო ცენტრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხდებოდა, დაუშვებელია.

„ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ ვარ, ჩვენმა ქვეყანამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, მე მგონი, ერთადერთი ვარ, ვინც ამას ვამბობ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ჩვენ საქმე გვაქვს ვირუსთან, რომელიც არის უჭკუო და ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვერ ვებრძვით ამ ვირუსს. საუბარი არის, რომ პირბადეს არ ვიკეთებთ, 2-მეტრიან დისტანციას არ ვიცავთ, ხელებს არ ვიბანთ.

შეხედეთ, დღეს რა ხდებოდა მეტროში და მაღაზიებში, სიტყვები არ მყოფნის! ახლა ნახეთ ვირუსის აფეთქება! შეზღუდვები ხომ იქნება ხვალიდან, 2 კვირაში ნახავთ რა აფეთქება იქნება ქვეყანაში. ვამბობდი, რომ 24 აგვისტოდან ჩვენ ვირუსი გაგვექცა, სექტემბრის დასაწყისში უნდა შემოღებულიყო ის ზომები, რომელიც ახლა არის შემოღებული, დააგვიანეს. ვირუსი გაქცეულია, ეს არ არის აფეთქება, ამას უკვე აფეთქებაც არ ჰქვია“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-shavi-paraskevi-saqartvelos-istoriashi-namdvilad-iqneba-shavi-paraskevi-akhla-nakhet-virusis-afetqeba-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „უიშვიათეს სისხლის თრომბთან დაუდგენელი კავშირი – ორივე ვაქცინის შეჩერება/აკრძალვის მიზეზი“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights