სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიეს „პარაშოკები“ არის შხამი ბავშვისთვის, დედის ძუძუზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არის...

ეს „პარაშოკები“ არის შხამი ბავშვისთვის, დედის ძუძუზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არის გამოგონებული

10/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ „ფეისბუქ ლაივის“ მეშვეობით ჩვილ ბავშვთა კვებაზე ისაუბრა და ძუძუთი კვების უპირატესობას გაუსვა ხაზი.


„ხელოვნურ კვებაში არის მარტივი მომენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაიწყო უხილავი ომი. ის ეწინააღმდეგებოდა დიდ კომპანიებს, რომლებმაც ხელოვნური კვების კომერციალიზაცია გააკეთეს და ფორმულებს აკეთებენ.


ეს ერთის მხრივ, კარგია, დედებს და ოჯახებს ეხმარება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხელოვნური კვება კარგია, ვიტამინებია. ეს არის ყველაფერი ტყუილი. ამ საზიზღრობის რეკლამას მე არ გავაკეთებ.


რაც შეეხება დედებს, მესმის, რომ ძალიან ბევრ დედას ფიზიკურად არ უყვარს ამის გაკეთება, მაგრამ ასევე, ეს კომპანიები მილიონებს ხარჯავენ იმიჯის შესაქმნელად, რომ დედა, რომელიც ხელოვნურ კვებას გამოიყენებს, ის თურმე კარგი დედაა.


ახალშობილი რომ იბადება, პედიატრთან მიდიხართ, ის გაძლევთ და გეუბნებათ, რომ ეს არის ძალიან კარგი ფორმულა. ეს არის, შხამს რომ მისცემ ადამიანს და ეუბნები, რომ ეს ძალიან კარგია შენთვის, მოიწამლე და მოწამლე შენი შვილები. თუ „ფეიქ ნიუსი” გინდათ, ეს არის, რომ ეს „პარაშოკი“ ძალიან კარგია ბავშვისთვის. ეს არის შხამი ბავშვისთვის. დედის ძუძუზე უკეთესი დედამიწაზე არაფერი არ არის გამოგონებული.


დედის ძუძუზე გაზრდილი ბავშვი არის უფრო ჭკვიანი. ეს არის დამტკიცებული და ეს არის ფაქტი. თუ თქვენი ბავშვი ხელოვნურ საკვებზეა გაზრდილი და ჭკვიანია, წარმოიდგინეთ, დედის ძუძუზე რომ ყოფილიყო, რა ჭკვიანი იქნებოდა. დასკვნები თვითონ შეგიძლიათ გააკეთოთ“ – აღნიშნა ფხაკაძემ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://fortuna.ge/fortuna/post/es-parashokebi-aris-shkhami-bavshvistvis-dedis-dzudzuze-uketesi-dedamiwaze-araferi-ar-aris-gamogonebuli-giorgi-fkhakadze-khelovnur-kvebaze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ყველა გეგმიური და პლასტიკური ქირურგიის ოპერაცია/მანიპულაცია უნდა შეჩერდეს მინიმუმ 2 თვით“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights