სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს - კვლევა

ერთი ჰოთ-დოგი ჯანსაღი ცხოვრების 36 წუთს გვართმევს – კვლევა

20/09/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე 5800-ზე მეტი სახეობის პოპულარული საკვების ზემოქმედება შეისწავლეს. იმის გასაგებად თუ რამდენ წუთს ართმევს ან უმატებს ესა თუ ის საკვები ადამიანის სიცოცხლეს – მათ თითოეულ საკვებს სპეციალური კოეფიციენტი (ჯანმრთელობის კვების ინდექსი (HENI)) მიანიჭეს.


მკვლევრებმა ასევე გაარკვიეს, თუ როგორ შეგიძლიათ შეცვალოთ მავნე პროდუქტები, რათა გაახანგრძლივოთ ჯანსაღი ცხოვრების წლები და არ დააზიანოთ გარემო. აღმოჩნდა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, შეგიძლიათ შეცვალოთ არა მთლიანი კვების რაციონი, არამედ შეცვალოთ ის ნაწილობრივ.


როგორც მოსალოდნელი იყო, წითელი და დამუშავებული ხორცპროდუქტები (ჰოთ-დოგი, ბურგერი, სოსისის სენდვიჩები) და შაქრიანი სასმელები ყველაზე მავნე იყო, ხოლო ხილი, სახამებლის გარეშე ბოსტნეული, თხილი, პარკოსნები ყველაზე ნაკლებად მავნე. ამავდროულად, ბევრი ჩვეულებრივი პროდუქტისთვის, HENI კოეფიციენტი აღმოჩნდა არა უარყოფითი, არამედ დადებითი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი შესაფერისია ჯანმრთელობისთვის მავნე საკვების ჩანაცვლებისთვის.


ასე რომ, გათვლებით, ქათმის ფრთების ყოველი 85-გრამიანი ულუფა ზედმეტი მარილისა და ტრანსცხიმების გამო ჯანსაღი ცხოვრების 3,3 წუთს, ხოლო ჰოთ-დოგი – 36 წუთს გვართმევს. თუმცა, პოპულარული არაქისის კარაქისა და ჯემის სენდვიჩი აშშ-ში არ იყო ისეთი საზიანო, როგორც მოსალოდნელი იყო. ხოლო ისეთი კერძები, როგორიცაა დამარილებული არაქისი, გამომცხვარი ორაგული, ბრინჯი და ლობიო 10-დან 15 წუთამდე მატებდა სიცოცხლის ხანგრძლივობას.


ვრცლად..



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://primetime.ge/news/mecniereba/erti-hot-dogi-jansaghi-tskhovrebis-36-tsuts-gvartmevs-kvleva



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველოდან კადრების ტოტალური გადინებაა, რადგან აქ თვითრეალიზაციის საშუალება არ არის“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights