სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიე.წ. ხანგრძლივი კოვიდი – რა წერია ახალ კვლევაში და რას უყვება “ალიას”...

ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი – რა წერია ახალ კვლევაში და რას უყვება “ალიას” გიორგი ფხაკაძე?

19/12/2020

კორონავირუსულ დაავადებაში, (COVID-19) ჩნდება სიმპტომების ხანგრძლივი ეფექტები ტერმინით “ხანგრძლივი კოვიდი” – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, კვლევის შედეგები 8 დეკემბერს გახდა ცნობილი.


კვლევის მიხედვით, ინფიცირებიდან დაახლოებით, 45 დღის შემდეგაც კი, სიმპტომები აღენიშნებათ.


10 დღის შემდეგ, კორონავირუსით დაავადებულთა მეთვალყურეობა წყდებოდა, თუ პაციენტები უარს განაცხადებდნენ ექიმთან შემდგომ კომუნიკაციაზე და მხოლოდ იმ პაციენტებს კი ურეკავდნენ ყოველ 24 საათში, ვისაც კლინიკური სიმპტომები უარესდებოდათ.


ბოლო ეტაპზე, ყველა პაციენტს უკავშირდებოდნენ დიაგნოზირებიდან 30-45 დღის შემდეგ. საბოლოო ჯამში, 703 მონაწილისგან, 669 ამბულატორიული პაციენტი შევიდა კვლევაში.


ვირუსის საწყის ეტაპზე ხშირი იყო ხველა და გემოს და/ან სუნის დაკარგვა. დიაგნოზირებიდან 30-45 დღის განმავლობაში (საშუალოდ, 43 დღე) თავდაპირველად 669 პაციენტიდან 32%-მა მაინც აღნიშნა ერთი ან მეტი სიმპტომის არსებობა: დაღლილობა, სუნთქვის გაძნელება, გემოს ან სუნის დაკარგვა. ეს იყო ის ძირითადი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც პაციენტების ნაწილში დარჩა 45 დღემდე. მათი საშუალო ასაკია 41 წელი (SD, 14,8). მათი 58% ქალი იყო, 25,9% ჯანდაცვის მუშაკი.


Covid-19 შეიძლება ხანგრძლივად გაგრძელდეს და გამოიწვიოს ხანგრძლივი დაავადება. ჩვენი კვლევა აჩვენებს სიმპტომების მუდმივობას შემთხვევათა მესამედში” – ნათქვამია სტატიაში.


“ალია” აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, საუბრობდა ე.წ. გრძელ კოვიდზე “ალიასთან” ვრცლად:


“ეს ძალიან ვერაგი ვირუსია, არაფერი ვიცით ჯერ ამ ვირუსზე რეალურად და მისი შედეგები, გამოჯანმრთელების მერეც კი, იქნება მძიმე. ჯერ ერთი, არის რეინფიცირების შემთხვევები, რომელიც მიდის მძიმედ, მეორე – ფიქსირდება კოვიდის ნარჩენი მოვლენები, რომელმაც შეიძლება თავი იჩინოს გადატანიდან 2 თვის და შეიძლება 5 თვის შემდეგ. არავინ იცის, რა მოხდება, ასე რომ გამოჯანმრთელებული მდიდარიც არ არის დაზღვეული. რუსული „რულეტკასავითაა“, ან გაგიმართლებს, ან არა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ რუსული „რულეტკის“ შემთხვევაში, იარაღში ერთი ტყვიაა და კორონავირუსის შემთხვევაში კი იარაღი დატენილი და მხოლოდ ერთი ადგილია ცარიელი, მხოლოდ ერთი ტყვია აკლია….


ამას უკვე უწოდეს გრძელი კოვიდი – გადატანის მერე იმდენად ბევრი პრობლემა შეიძლება დატოვოს და იმდენად დიდხანს. თავიდან ეგონათ, რომ იგი პატარა დეპრესიას ტოვებს, მერე კი აღმოჩნდა, რომ ის აზიანებს ადამიანის ნერვულ სისტემას, რამდენ დაავადებას იწვევს ნერვული სისტემის დაზიანება, პარკისონის დაავადების ჩათვლით, იცით? ადრე ვიღაცას ჰქონდა პატარა შიშები და უმკლავდებოდა, ნერვული სისტემის დაზიანების შემთხვევაში, ვეღარ გაუმკლავდება…


კი ბატონო, მიიღეს ჯოგური იმუნიტეტის გადაწყვეტილება, მაგრამ, მერე გრძელ პერიოდში მზად არიან, ამდენ პრობლემას გაუმკლავდნენ? გვყავს ამდენი ნევროლოგი, კარდიოლოგი და სხვა პროფესიის ექიმები?”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/e-ts-khangrdzlivi-kovidi-ra-ts/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რომელი ქვეყნები შეუშვებენ, საქართველოს მოქალქეებს საზღვარზე? – „ჩემი არ გჯეროდათ!..“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights