ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ, არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა...

„დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ, არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა რამ“

19/02/2022

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე წერს და მთავრობას, უსასყიდლო დახმარებას სთავაზობს.


„საქართველოში ჯანსაცვის სისტემის ნაცვლად გვაქვს ემოციური, კორუფციული კარტელი,


ჩვენ ჯანდაცვაში ძალიან რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები გვჭირდება.


„ფეისბუქგვერდზე“ საჯაროდ გავაზიარე ჯანდაცვის რეფორმის ათპუნქტიანი გეგმა, ბაზისური ცვლილებები,


საჯაროდ მივმართავ სახელმწიფოში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და ქვეყანას ოფიციალურად, უანგაროდ ვთავაზობ ჩემს დახმარებას ეს ტექნიკური საკითხებია, უმრავლესობამ შეიძლება, ვერც გაიგო, რაც ვთქვი, მაგრამ ეს არის ის, რაც თითოეულ მოქალაქეს სჭირდება დღეიდან ყოველდღე ამაზე ვილაპარაკებ – ვილაპარაკებ ჯანდაცვის რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ვისაუბრებ, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა, როგორ შევამციროთ ჯანდაცვის ხარჯები.


ჩემს მიერ წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში ჯანდაცვის ბიუჯეტში შესაძლებელი იქნება 30%-იანი ეკონომიის გაკეთება რეფორმის დასაწყისშივე – პირველი ექვსი თვის განმავლობაში ეს მე მრავალ ქვეყანაში გამიკეთებია, სულით და გულით დავეხმარები საქართველოს.


არანაირი პოზიცია არ მინდა, არც მინისტრობა, არც სხვა რამ. რა ფორმაც გინდათ, ის დაარქვით, დაგეხმარებით რეფორმის დაწერაში, განხორციელებაში, რჩევებით, ყველაფრით, ოღონდ საქმე გაკეთდეს. საქმე კი გადაუდებლად გასაკეთებელია. რა მნიშვნელობა აქვს, რა თანამდებობა გაქვს, რა პოზიციაზე მუშაობ, მთავარია საქმე გაკეთდეს.


დიალოგი და დებატები უნდა იყოს იმაზე, როგორ გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის სისტემა. რთული პერიოდი მოდის, მთავარი გამოწვევა პოსტკოვიდური გართულებები იქნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, უნდა დავეხმაროთ ისე, რომ ოჯახები არ გაღარიბდნენ, პოსტკოვიდის მკურნალობაში არ გატყავდნენ.


ვიმოქმედოთ გონიერად, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ყველაფერი კარგად იქნება, ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/dgheidan-yoveldghe-amaze-vilaparakeb-aranairi-pozitsia-ar-minda-arts-ministroba-arts-skhva-ram-giorgi-fkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რამ გამოიწვია, მუკორმიკოზის („შავი სოკოს“) აფეთქება ინდოეთში?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights