ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„დედაჩემი სკოლაში დაიბარეს… ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც იღიმისო“

„დედაჩემი სკოლაში დაიბარეს… ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც იღიმისო“

ღიმილს, რომელიც კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება და ამავე დროს, ადამიანისთვის უდიდესი საჩუქარია, პროფესორი, ხშირად უზიარებს საზოგადოებას. ბ-ნი გიორგი, რომელიც საქართველოს მართლაც „მხსნელად“ მოევლინა, „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, დედის რჩევებს იხსენებს და ამბობს, რომ სულ არიგებდა, მტერსაც უნდა გაუღიმოო:

ქუთაისში დავიბადე. დედა უკრაინელი მყავდა, მამა იმერელი. ამიტომ ძირითადად, უკრაინაში, ქ. ლვოვში ვიზრდებოდი. ქუთაისში, რამდენიმე სკოლა გამოვიცვალე, მე -17, მე-14 და მე-9 საშუალოში ვსწავლობდი. ამავე დროს, უამრავ წრეზე დავდიოდი – ჭადრაკი, ცეკვა, ცურვა, ჭიდაობა და კიდევ ბევრი.

– საშუალო სკოლა სად დაამთავრეთ?

ბოლო ხანებში ლვოვში ვცხოვრობდი და იქ დავამთავრე. ძალიან ბევრი სკოლა გამოვიცვალე. უკრაინაში, დასასვენებლად რომ ჩავიდოდი, ზოგჯერ, შეიძლება დავრჩენილიყავი კიდეც და სკოლაც იქ გამეგრძელებინა. ამიტომ უამრავი მეგობარი შევიძინე.

– თქვენ აღზრდაში, ყველაზე დიდი გავლენა, ვინ მოახდინა?

რა თქმა უნდა დედაჩემმა, ყოველთვის ცდილობდა, რომ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. დედა – ტატიანა ფხაკაძე, პროფესიით ბიოფიზიკოსი, სამწუხაროდ, დიდი ხნის წინ გარდაიცვალა.

მისი რჩევებიდან, ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, რომ სულ მეუბნებოდა, ჩხუბის დროსაც კი გაიღიმეო. არასდროს იჩხუბო, ვინც ჩხუბობს, ის ყოველთვის წაგებულია, მტერსაც უნდა გაუღიმოო.

მახსოვს, სკოლის პერიდში (სხვათა შორის, ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი), დედაჩემი სკოლაში დაიბარეს, იმ მიზეზით, რომ სულ ვიღიმოდი. ეს ბიჭი, ვერ არის კარგად, რომ ვეჩხუბებით, მაშინაც კი იღიმისო.

ასე გამზარდა, სულ მეუბნებოდა, ღიმილი, საუკეთესო წამალია ყველაფრისთვისო. ცდილობდა, დამოუკიდებლად მეცხოვრა. 5 წლის ასაკში, ქუთაისიდან ლვოვში, თვითმფრინავით მარტო გადავფრინდი. ბაზარშიც კი მარტო დავდიოდი.

წაიკითხეთ სრულად

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  შენი ფაქტჩექი – შენი მრჩეველი სანდო პროდუქტების შერჩევაში / გიორგი ფხაკაძის ახალი პროექტი საქართველოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights