ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას“ - გიორგი...

„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას“ – გიორგი ფხაკაძე

15/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალი კვლევის შესახებ წერს.


მისი თქმით, ახალი კვლევების მიხედვით, კორონავირუსი თავის ტვინს აზიანებს.


„დადასტურდა, რომ კოვიდი აღწევს ადამიანის თავის ტვინში და აზიანებს მას.


გერმანიაში და დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ დაზიანება არის 20-70% ყველა კოვიდ გადატანილებში. საფრანგეთში, გერმანიაში და ესპანეთში ჩატარებული კვლევა დაადასტურა რომ კოვიდი კლავს თავის ტვინის უჯრედებს.


არა ერთი ათეული კვლევა ჩატარდა და კიდევ მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ამ კვლევების დასკვნა ერთია, კოვიდის აზიანებს ადამიანის თავის ტვინს. არ დაინფიცირდეთ კოვიდით, კოვიდი აზიანებს თავის ტვინი. აიცერით, რომ დაიცვათ თავის ტვინი. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე რომ არ დააზიანოთ თავის ტვინი.


გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს, კოვიდი აზიანებს ბავშვების თავის ტვინს. გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მდგომარეობა უფრო რთულია ვიდრე ეს ადრე ჩანდა.


გრძელი კოვიდი კიდევ უფრო ვერაგი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. მოსახლეობის 90% უნდა იქნეს აცრილი და ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი ქვეყანაში სხვა პრიორიტეტი ქვეყანაში ახლა არ უნდა იყოს ქვეყანა იღუპება, მომავალი იღუპება, შეიგნეთ.


უკან დასახევი და ლოდინის დრო არ არის. ჩვენი სამეზობლოდან მხოლოდ თურქეთი არის სწორი მაგალითი და მივბაძოთ მას. არაპროფესიონალიზმი კლავს და აზიანებს თავის ტვინს“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/dadasturda-rom-kovidi-aghtsevs-adamianis-tavis-tvinshi-da-azianebs-mas-giorgi-phkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „სამედიცინო პერსონალის კოვიდ ინფიცირება საკმაოდ მძიმე ტვირთად დაედო მსოფლიო ჯანდაცვის სისტემას“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights