სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი… არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ –...

ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი… არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ – ფხაკაძე „ნაციონალურ…

26/05/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე factcheck.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც საუბარია, რომ იგი კოვიდვაქცინებზე დაუსაბუთებელ და მანიპულაციურ მტკიცებებს ავრცელებს.


ფხაკაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მედიას თანხას უხდის, რათა მის წინააღმდეგ მასალები გამოაქვეყნონ.

ჯანდაცვის ექსპერტი მათ აფერისტებს უწოდებს და ამბობს, რომ მოსახლეობას ვაქცინის 1 მილიონ დოზას დაჰპირდნენ, რომელიც დღემდე არ შემოუტანიათ საქართველოში.

„მე ვარ ყველაზე აპოლიტიკური ადამიანი აი ამ დიდ ბარდაგში, რომელიც არის საქართველოში. ვისი ვისაშია ბოდიშით ამ სიტყვისათვის, ვერ გაიგებს კაცი. ლანძღავენ ერთმანეთს, შეურაცხყოფას აყენებენ..


თქვენ ნაცებს და ქოცებს, რომ გლანძღვათ და მართლა სალანძღავები მყავხართ ზოგ-ზოგიერთები, მე ისე გავიზარდე, რომ ამ სიტყვებს ვერ გამოვიყენებ, მაგრამ გამოსაყენებელია თქვენს წინააღმდეგ, ორივე მხარეს

დავიწყოთ ნაციონალებით: თქვენ ოჯახაშენებულებო, 1 მილიონი ვაქცინა სად არის, რომ ბღაოდით. გგონია არ ვიცი, რომ ყიდულობთ რაღაც პრესას, ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილნი – გასალანძღები ხართ აბა რა ხართ! არ მოგწონთ, რომ თქვენს მხარეს არ ვარ.

ნაცებო სად არის 1 მილიონი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ამოიღეთ ხმა, გეკითხებით, მარტიდან, რომ ჩამოგქონდათ.„factcheck-ები“, სად ხართ თქვენ, ნაცების წინააღმდეგ რატომ არაფერს არ წერთ. აგერ მიშაც გამოვიდა და ნაცები, გეკითხებით, სად არის ერთი მილიონი „ასტრაზენეკა“. კიდევ მოლაპარაკებები მიდის „ფაიზერთანო“, აფერისტები არიან“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/gasalandzghebi-khart-aba-ra-khart-ar-mogtsont-rom-tqvens-mkhares-ar-var-fkhakadze-natsionalur-modzraobas/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვის ეკისრება პასუხისმგებლობა დაგვიანებულ ვაქცინაზე – ბრალდებები და არგუმენტები ჯანდაცვის და...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights