ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიჩემი წამოწყებული საქმე ჯანდაცვის მინისტრმა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა - რას წერს...

ჩემი წამოწყებული საქმე ჯანდაცვის მინისტრმა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა – რას წერს ფხაკაძე

05/08/2022

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც პროფესორი წერს, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


„მართლა მიხარია რომ ჩემი 2020 წელს წამოწყებული საქმე ჯანდაცვის მინისტრმა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა. მისასალმებელია სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში.


აქვე მინდა შევახსენო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის მცდელობა დაიწყო კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს და არა ერთი კრახი განიცადა. ვინაიდან ყველა „ახალი“ ექსპერტი მოდიოდა “ახალი” მოსაზრებებით/მიდგომებით და არ ითვალისწინებდა ძველ შეცდომებს და ადგილობრივ გამოცდილებას.
ფრანგულ ორგანიზაცია აკრედიტაცია საზღვრების გარეშე (Accreditation Sans Frontieres) რომელიც უკვე ქართულ სამედიცინო სფეროში საკმაოდ ცნობადია და რა თქმა უნდა არის ასოცირებული ჩემს სახელთან, 2 წელზე მეტია მუშაობს და დაუგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება.


საზოგადოებაში საკმაოდ დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა და არა მარტო სამედიცინო სფეროში. პაციენტების ცოდნაც აამაღლა და უფრო გასაგები გახდა, თუ რატომ არის საჭირი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია.


სასიხარულოა ასევე, რომ 4 სამედიცინო დაწესებულებას უკვე გაიარა ჩვენი აკრედიტაცია და 40 მდე შეიტანა განაცხადი აკრედიტაციაზე. https://www.accreditation.ge/programs
მერე არ თქვას არავინ, ბრძოლას აზრი არ აქვს. დიახ, აქვს. უმრავლესობა იყო ამის წინააღმდეგი მაგრამ ჩემთვის მთავარია შედეგი. ჩემი ერთადერთი და უმთავრესი მიზანია, საქართველოში შეიქმნას უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც არის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი,


დიახ, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია საქართველოში დაინერგება (სავალდებულო გახდება) 2025 წლიდან.


ჩემი რჩევა ყველა სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში. სანამ დროა გააკეთეთ შესაბამისი სწორი გადაწყვეტილება და გაიარეთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია გიორგი ფხაკაძის მიერ დაარსებულ ფრანგულ სააკრედიტაციო ირგანიზააში, ASF-ში,
ASF აკრედიტაცია არის:


ნებაყოფლობითი; მარტივი/გასაგები; მორგებული ქართულ რეალობას; პროცესები გამჭირვალე და რაც მთავარია, აკრედიტაცია ჩვენთან არის უფასო. უბრალოდ გამოაგზავნეთ წერილი: info@accreditation.ge
ყველაფერი შესაძლებელია. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://primetime.ge/news/jandacva/chemi-tsamotsyebuli-saqme-jandatsvis-ministrma-ukve-sakhelmtsifoebriv-doneze-aiyvana-ras-tsers-giorgi-fkhakadze


  „დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს…“ – გიორგი ფხაკაძე

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights