ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
მთავარიბლოგი“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული…” – რა მიმართვას ავრცელებს...

“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული…” – რა მიმართვას ავრცელებს…

07/09/2021

ამ ბოლო დროს, რაც არჩევნები დაიწყო, ძალიან დიდი, ორგანიზებული შეტევაა ჩემს წინააღდეგ, ონლაინში, ინტერნეტსა და სტატიებში. რათ უნდათ ეს, ვერ გავიგე, ოპოზიციასაც და პოზიციასაც, ვიცი, ორივე მისმენთ, ყველას უნდა გაწყობდეთ, რომ იყოს დამოუკიდებელი ჯანდაცვის ექსპერტი, ერთი მაინც, – ამის შესახებ პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე მორიგ ვიდეომიმართვისას საუბრობს.


ფხაკაძე ამბობს, რომ არავის მხარეს არ არის, არც არავის წინააღმდეგია და „ვერავისტი“ ვერ იქნება, რადგან მას დამოუკიდებელი აზრი გააჩნია.


“ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული… ადამიანი ხტება მე-9 სართულიდან, ვეუბნები, არ გადახტე მოკვდები და მეუბნება – ჩემი უფლება არისო, შენი რა საქმეაო.


სხვათაშორის, ეს არა მხოლოდ ვაქცინას, ჩვენს მთავრობასაც ეხება. უცნაურია, ჩვენი მთავრობა ზოგჯერ მისმენს, ზოგჯერ არ მისმენს.


ზოგჯერ ვის უსმენს და ზოგჯერ ვის.


ერთ რაღაცას ვიტყვი, ვაქცინაციის პროგრამაში რომ ჩავარდნენ ამაში ორი აზრი არ არსებობს.


შეცდომა შეცდომაზე დაუშვეს და აღიარების მაგივრად, ვიღაცას აბრალებენ.


რამდენი ბოტი არ უნდა გამოიწერო, იმ ადამიანებს, რომლებიც გარდაიცვალნენ, ვერ შველით”,- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/bodishs-vikhdi-ar-unda-vqhophiliqhavi-asethi-emotsiuri-gabrazebuli-ra-mimarthvas-avrtselebs-giorgi-phkhakadze/


  უფასოდ გაცემა დაიწყო - შაქრიანი დიაბეტის ტიპი 1 დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights