ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ - გიორგი ფხაკაძე

„ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ“ – გიორგი ფხაკაძე

08/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ბავშვთა ვაქცინაციის საკითხის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რისკჯგუფში შემავალ ბავშვებს ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.


„სავალდებულო ვაქცინა ვერცერთი ვერ იქნება, სანამ ის არ მიიღებს უმკაცრესი წამლის სააგენტოდან საბოლოო თანხმობას, როგორც უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. ამჯერად მსოფლიოში არის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი ვაქცინა „ფაიზერი“, რომელმაც მიიღო სრული ავტორიზაცია მხოლოდ 16 წლიდან.


12-დან 16 წლამდე არის გადაუდებელი მოხმარებისთვის. შესაბამისად – ნებისმიერი წამალი, ნებისმიერი ვაქცინა, რომელიც არის გადაუდებელი მოხმარებისთვის, ის ვერ იქნება სავალდებულო“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ექსპერტმა მთავრობის გადაწყვეტილებას, 12 წლიდან რისკჯგუფში მყოფი ბავშვების აცრასთან დაკავშირებით, სწორი ნაბიჯი უწოდა.


„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არის სწორი. პირველ რიგში, ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა და არიან დიდი რისკის ქვეშ, ისინი შესაძლოა, აიცრან, მათი მშობლების და მკურნალი ექიმის რეკომენდაციის და თანხმობის შედეგად“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


ჯანდაცვის ექსპერტმა, ასევე, არსებულ ეპიდსიტუაციაზეც გაამახვილა ყურადღება და ვაქცინაციის პროცესზეც ისაუბრა.


„ჩვენ ვართ ისევ იქ, სადაც ვიყავით 2 კვირის უკან. ეპიდსიტუაცია ამ ეტაპზე არ არის დასტაბილურებული. ყველაზე დიდი შეცდომა ვაქცინაციის პროცესში არის, როცა იძახიან მოქალაქეს აქვს ვაქცინის არჩევის საშუალება. ეს არის ყველაზე არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული.


მოქალაქემ არ იცის, რომელი ვაქცინა არის კარგი და ცუდი. ყველა ვაქცინა, რომელიც ამ წუთისათვის არის საქართველოში, „ფაიზერის“ გარდა, ყველა არის ექსპერიმენტული ვაქცინა, რომელსაც არ აქვს საბოლოო ავტორიზაცია გავლილი.


ასეთი ბევრი შეცდომების შედეგად, სამწუხაროდ, ვაქცინაციის პროცესი შენელდება საქართველოში და ალბათ, თვის ბოლოს დავდგებით კატასტროფის წინაშე, ვინაიდან ვაქცინაციის ტემპი დავარდება და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივაღწევთ აცრილთა 50 პროცენტსაც კი, რაც პრაქტიკულად, მძიმე და სავალალო იქნება ქვეყნისთვის“, – აცხადებს ჯანდაცვის ექსპერტი ჩვენთან საუბრისას.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://pia.ge/news/covid-19/bavshvebs-romlebsats-akvt-janmrtelobis-problema-vaktsinatsia-unda-chautardet—giorgi-phkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნათლიის, მეუფე კალისტრატეს თხოვნა შევასრულე!"- გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights