სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ასტრაზენეკას” ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული 55 წლამდე ადამიანებში”

„ასტრაზენეკას” ვაქცინა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული 55 წლამდე ადამიანებში”

19/03/2021

გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, “ფეისბუქზე”, დღევანდელ ლაივჩართვაში სიახლით წასდგა საზოგადოების წინაშე. მან თქვა, რომ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ასტრაზენეკას გამოყენება, ჯერჯერობით, დასაშვებია 55 წლის ზევით.

გიორგი ფხაკაძე: – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და ევროკავშირის წამლის სააგენტომ ასტრაზენეკასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ვაქცინის გამოყენება შეიძლება. საფრანგეთის მთავრობამ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასტრაზენეკა უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 55 წლის ზევით. ამ ასაკის ქვევით, მისი გამოყენება, დროებით, არ შეიძლება.

ამიტომ ვამბობდი, ჯერჯერობით, შეაჩერეთ ვაქცინაცია-მეთქი. ესე იგი, ვიცოდი რაღაც. გავიძახოდი, გვაცადეთ პარასკევამდე-მეთქი. რომ დაგეცადათ, ხომ გადარჩებოდა ჩვენი გოგო, ეს ახალგაზრდა, 27 წლის გოგო?!..

ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად გაჟღედა და ვთქვი.

ჩვენი პრეზიდენტი ფრანგია და გამოიყენეთ ეს. მან სწორად გაიკეთა ვაქცინა. ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელიც სწორად მოიქცა.

ახლა რეკომენდაციები:

ვაქცინაციამდე ორი დღით ადრე, ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება. ალკოჰოლის მიღება არც იმუნიზაციიდან ორი კვირის შემდეგაა დასაშვები. საერთოდაც, მეორე დოზამდე სასურველია ალკოჰოლი არ მიიღოთ.

არის წამლების ჩამონათვალი, რომელიც ვაქცინაციამდე ორი კვირით ადრე არ უნდა მიიღოთ.

ყველაზე საშიშია იმუნიზაციის გაკეთებიდან პირველი 15 წუთი. ეს დრო დაწესებულებაში უნდა გაატაროთ. უნდა იჯდეთ და დააკვირდეთ, რამე ცვლილება ხომ არ გაქვთ. თუ რამეს შეატყობთ, იმ წუთასვე უნდა შეატყობინოთ პერსონალს. შემდეგ კიდევ 30 წუთი დარჩით დაწესებულებაში. მერე უკვე შეიძლება სიცხე და ცოტა ტკივილი გქონდეთ, ეს ნორმალურია, მაგრამ თუ სიცხე გაგრძელდა, უნდა დაუკავშირდეთ ექიმებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/astrazenekas-vaqtsina-aravitar-shemtkhvevashi-ar-unda-iqnes-gamokenebuli-55-tslamde-adamianebshi-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „შოტლანდია: Western Isles Hospital აღადგენს ნიღბის მანდატს“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights