სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიარასწორი დიაგნოზები... „ჯანმრთელობის შესახებ კანონი“

არასწორი დიაგნოზები… „ჯანმრთელობის შესახებ კანონი“

23/06/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


ჯანდაცვის სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს „ჯანმრთელობის შესახებ კანონში“ ცვლილების პაკეტი და პროექტი წარუდგინა, რომლის მიღების შემთხვევაში რეგულირების სააგენტოს სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე შესვლა შეეძლებათ. შემოდის საჯარიმო სანქციის დაუყოვნებლივი აღსრულების მექანიზმი.


ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ “იმედის დღე”-თან განაცხადა:


„მართალია, ჩვენ სისტემუტად ვუყურებთ საკითხს, მაგრამ თითოეული შემთხვევის უკან ადაიანის ბედი დგას და რაც არ უნდა მცირე იყოს, საეთო რაოდენობაში ამ ტიპის შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველა საყურადღებოა.“


მისი თქმით, საექიმო შეცდომა ჩვეულებრივი ფენომენია, აღიარებულია ჯანდაცვის სისტემებში და საექიმო შეცდომებს ჭირდება გამოვლენა.


„ჯერჯერობით, ჩვენ ასეთი აქტიური გამოვლების მექანიზმი არ გვაქვს. ეს არის რეაქტიული ხასიათის. როდესაც დადგება ცუდი შედეგი, ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვმართოს ოჯახმა და გარკვეული საჩივრით ითხოვოს შესწავლა.


შეიძლება, ბევრმა პაციენტმა გაიარა ეს გზა, – არასწორი დიაგნოზი, არასწორი მკურნალობა, არაადეკვატური ჩარევა და დადგა არასასურველი შედეგი. შემდეგ მომართავენ რეგულირების სააგენტოს.


ბევრ ქვეყანაში საექიმო შეცდომის აღრიცხვის პროცესი არის წახალისებული, რათა ექიმს ჰქონდეს მოტივაცია, რამე თუ შეეშლება, კი არ დამალოს, თქვას, რომ დიაგნოზი არასწორად დასვა რაიმე მიზეზების გამო.


მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის. მთელი რიგი პირობები უნდა შესრულდეს, რომ მედიცინა გახდეს სტანდარტიზებული და მეცნიერულად დასაბუთებულ პრაქტიკაზე დამყარებული.


გარკვეულწილად კომპეტენციის ნაკლებობა ყველა დონეზე შეიძლება აღინიშნოს. კომპეტენციების ჩარჩო ჩვენს შემთხვევაში ისევე კომპლექსური მცნებაა და შეცდომებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ჩვენსავე პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს დიაგნოსტიკის დონეზეც, შეიძლება იყოს შედეგების ინტერპრეტაციის დონეზეც.


მაგალითად, როდესაც სიმსივნის დიაგნოზია და ანალიზის სურათი, ამ შედეგების პათოლოგიური ანალიზი არ მოხდეს 100%-იანი სიზუსტით და სხვადასხვა შემფასებელმა სხვადასხვა დასკვნა გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს აბნევს პაციენტს. თუ არის საეჭვო შემთხვევა, ვცდილობთ საზღვარგარეთიდან მივიღოთ გარკვეული შედეგები…“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესი დაიწყო.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%97-%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D?fbclid=IwAR1f6g9d53ZTT6T4aCp6JSyDCKlxW2XtCemTatHKGh2k22MtF3apuz9h7vM




მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები – ძალიან საინტერესო ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფსორიაზით დაავადებული ადამიანები ბიოლოგიური პრეპარატის სოციალურ პროგრამას ითხოვენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights