სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“არანაირ ჩინურ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას” – გიორგი ფხაკაძე

“არანაირ ჩინურ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას” – გიორგი ფხაკაძე

05/04/2021

“გაუფრთხილდით თქვენ თავს, სახელმწიფომ თქვენ მიგატოვათ”,– ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.


მისი თქმით, მავნებლები არიან ის ადამიანები, ვინც ჩინური ვაქცინის შემოტანაში იღებდნენ მონაწილეობას.


“თქვენ ხართ ყველაზე დიდი მავნებლები ამ ქვეყანაში, ეს არის თქვენი დანაშაული, ყველა ვინც იღებდით მონაწილეობას ამ ვაქცინაციის შემოტანაში. ორი კვირის წინ ვთქვი, რომ ვაქცინაზე აღარ ვილაპარაკებდი, მაგრამ რომ გავიგე ჩინური ვაქცინა შემოიტანეს, გაგიჟდნენ-მეთქი, გამოვედი ერთი-ორი სიტყვა ვთქვი იმიტომ რომ ათასი ადამიანი მეკითხებოდა.


ამდენმა არაპროფესიონალიზმმა, ამდენმა კორუფციამ, ამდენმა ვითომ პოლიტიკოსობამ და ვითომ პატრიოტიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა, ამ ქვეყანას მართლა სჭირდება ცვლილებები, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი პოლიტიკური განაცხადი, რომელიც მე მინდა გავაკეთო.


გადახედეთ რა ხდება ლათინურ ამერიკაში, ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, გადახედეთ პოლიტიკურ განცხადებებს, რა ხდება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით. ახლა ვინც მე მაკრიტიკებთ, მე მლანძღავთ, შეურაცხყოფას მაყენებთ, დედას მაგინებთ და ათას რაღაც უბედურებას ჩადიხართ, ახალგაზრდებო, რომ გგონიათ რომ ყველაფერი იცით, ძველგაზრდებო, რომლებსაც გგონიათ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გაქვთ, ყოფილო ჩინოვნიკებო ყველა რანგის, ახლა გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მე მეტს ვერაფერს ვიტყვი, გადმომიბარებია ეს ტვირთი თქვენთვის.


არანაირ ჩინურ ვაქცინას არ ვუწევ რეკომენდაციას, ვინაიდან გიორგი ფხაკაძემ ვერ წაიკითხა, ვერ მოიძია მსოფლიოში რამე დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ან ერთი, ან მეორე ვაქცინა არის ეფექტური და უსაფრთხო“,– განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ცნობისთვის, საქართველოში ჩინური ვაქცინის RNM-ის 100 000 დოზა შემოიტანეს, მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება ჯერჯერობით არ აქვს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/aranair-chinur-vaqtsinas-ar-vutsev-rekomendatsias-giorgi-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  “კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ლოქდაუნის, არსებობს ეჭვი, რომ ლოქდაუნი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights