სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„აპრილამდე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან“ - გიორგი ფხაკაძე

„აპრილამდე ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან“ – გიორგი ფხაკაძე

25/06/2022

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვისას განაცხადა.


ამასთან, გიორგი ფხაკაძე რეინფიცირების შემთხვევათა მატებაზე საუბრობს და მოქალაქეებს აფრთხილებს.


“პარიზიდან მოვდივარ თბილისში. ძალიან მიხარია, ამას არ აქვს რაიმე პოლიტიკური კონტექსტი, ხომ იცით, მე და პოლიტიკა ვართ, როგორც შავი და თეთრი.


მე რომ მოვდივარ საქართველოში, ამისთვის მადლობა უნდა უთხრათ “ომიკრონს”. მიზეზი ძალიან მარტივია. ომიკრონი არის გადამდები. მე და ფაუჩის ფაქტობრივად, ერთდროულად დაგვემართა კოვიდი, ომიკრონის ვარიანტი.


რატომ ვამბობ ახლა ამას? სტატია დავდე, გთხოვთ, წაიკითხოთ. სტატიაში ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, რომ ყველა იმ ადამიანს, საქართველოს პერიოდში, ვინც იყო ინფიცირებული აპრილამდე, შეიძლება აპრილის ჩათვლით, შესაძლოა, ხელახლა დაგემართოთ კოვიდი, ვინაიდან ომიკრონის ეს ვარიანტი არის ძალიან გადამდები და იმას სულ არ აინტერესებს თქვენ იყავით ადრე სხვა ვარიანტებით ინფიცირებული თუ არა. ამიტომაც არის, რომ რეინფიცირების ციფრები ავიდა მაღალ ნიშნულზე.


ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოში, მოსახლეობის თითქმის 80%-მა გადაიტანა კოვიდი ზამთრის პერიოდში. მოდით, სიმართლეს შევხედოთ თვალებში, თქვენ, ვინც გადაიტანეთ კოვიდი, არ ხართ დაცული, ვინაიდან, “ომიკრონის” ახალი ვარიანტი შემოსულია უკვე საქართველოში და მთელ მსოფლიოში”, – ამბობს ფხაკაძე ვიდეომიმართვაში.


მანამდე, ჯანდაცვის ექსპერტმა ამ თემაზე პოსტიც გაავრცელა და დაწერა:


“სამწუხაროდ, საქართველოში ადრე მიღებული/ჩამოყალიბებული პოპულაციური (ჯოგური) იმუნიტეტი ანუ თითქმის ყველა, ვინც დაინფიცირდა საქართველოში 2022 წლის აპრილამდე (მოსახლეობის თითქმის 80%), არ არიან დაცული ომიკრონისგან
ანუ ადრე (აპრილამდე) ინფიცირებულები ისევ დაინფიცირდებიან (რეინფიცირება).


ისინი, რომელთა ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვეზე მეტია გასული, სავარაუდოდ, დაინფიცირდებიან,


კორონა ვირუსის ომიკრონის ვარიანტი არის ვერაგი,


ეს არის ფაქტი”, – წერს გიორგი ფხაკაძე.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Пхакадзе - Мир проигрывает войну с коронавирусом, потому что не принимаются аполитические решения
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights