სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ამჯერად ცუდი ამბებია“ – გიორგი ფხაკაძე

„ამჯერად ცუდი ამბებია“ – გიორგი ფხაკაძე

15/04/2021

„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ფეისბუქლაივის დროს ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!

ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, – 60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს;

კიდევ ერთხელ განვმარტავ:

– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ.

ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს,“ – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amjerad-tsudi-ambebia-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სრულად ვაქცინირებული ადამიანებისთვის რეკომენდაციები – „ამ წესებს აქაც გადმოიტანენ, რაც მაშინებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights