სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები ფაიზერს არ...

“16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები ფაიზერს არ…

12/10/2021

თამო კეშელავა


„ალიას“ ესაუბრება, ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ დამფუძნებელი, გიორგი ფხაკაძე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება.


– სკოლების მონახულება თუ მოასწარით?


– არა, სკოლებში შესვლა ვერ მოვასწარი ჯერ. რასაც ვუყურებ, საბავშვო ბაღები როგორც გაიხსნა, ისევ ისე იკეტება შემთხვევების გამო. შეცდომა იყო, რასაკვირველია. სკოლების და ბაღების გახსნა სურდათ? არსებობდა ამისათვის გამოსავალი – არჩევნები არ უნდა ჩატარებულიყო. გამოსავალი ახლა არის ის, რომ ქვეყანაში მხოლოდ ფაიზერით გაგრძელდეს ვაქცინაცია.


ჩვენი კულტურულ-სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ქვეყანაში უნდა იყოს მხოლოდ ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე გამოსადეგი ვაქცინა და ასეთი არის სრულად ავტორიზებული ფაიზერი, რომელსაც ამერიკის წამლის სააგენტო 16 წელს ზემოთ უწევს რეკომენდაციას.


რაც შეეხება ბავშვებს, ჩვენ ბავშვებთან ძალიან, ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჯერჯერობით, არც ფაიზერი დაუმტკიცებიათ სანდო მარეგულირებლებს 16 წელს ასაკის ქვემოთ აცრისთვის. ამიტომ, მე მომხრე ვარ, რომ 16 წელს ქვემოთ ბავშვებში, თავი შევიკავოთ აცრისგან, სანამ, სანდო მარეგულირებლები, მაგალითად ამერიკის ან ევროპის წამლის სააგენტო ფაიზერს არ დაამტკიცებენ ბავშვების ასაცრელად.


ფაიზერით ბავშვების აცრა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, როცა მართლა გადაუდებელია, მაგალითად, სახეზეა ქრონიკული დაავადება, კარგად უნდა ვნახოთ, მართლა აქვს ქრონიკული დაავადება, თუ არა. სპეციალური კომისიის გავლის შემდეგ უნდა ავცრათ. არ არის ბევრი ასეთი ბავშვი ქვეყანაში, საბედნიეროდ.


საქართველომ ახლა რა განცხადებაც გააკეთა ბავშვების აცრაზე, არ ვეთანხმები. რას სთავაზობენ მშობლებს? ეს არასწორია. ქულების დაწერის მცდელობაა. სკოლები უნდა იყოს უსაფრთხო, მაგრამ არა ბავშვების აცრის ხარჯზე – სკოლის პერსონალი სრულად, 100 პროცენტით უნდა იყოს აცრილი და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით – ამით მინიმუმამდე დავიყვანთ სკოლაში რისკს.


სხვათა შორის, ასე მოიქცა ევროპის ბევრი ქვეყანა. იგივეს ვიტყვი სამედიცინო პერსონალზე, ყველა, ვინც სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, 100 პროცენტით სრულად უნდა იყოს აცრილი, როგორც ეს საფრანგეთმა გააკეთა და უნდა იყოს აცრილი ფაიზერით და არა გოგლი-მოგლით.


მე ჯერ კიდევ 2020 წელს ვიყავი ექსპერიმენტული ვაქცინების წინააღმდეგი და ამის გამო, მაშინ მლანძღეს და ანტივაქსერიც კი მეძახეს და არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ვარ წინააღმდეგი ექსპერიმენტული ვაქცინის და მომხრე ვარ ავტორიზებული ვაქცინის გამოყენების. ექსპერიმენტული ვაქცინის გამოყენება დასაშვები იყო საწყის ეტაპზე, როცა არ იყო სხვა გზა, ახლა ექსპერიმენტული ვაქცინის ადმინისტრირება ქვეყანაში არ უნდა მოხდეს, უნდა შევაჩეროთ ყველა სხვა ვაქცინა, ფაიზერის გარდა.


ვინც აცრილია ჩინური ვაქცინით, ვთვლი, რომ „არაცრილები“ არიან. ამ არჩევნების გამო, ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, ახლა კი, როცა ისევ წინასაარჩევნო კამპანიაა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ შეცდომა დაუშვა, რადგან ხალხი ეტყვის, რატომ აგირჩიო, თუ შეგეშალა? ასე რომ, გავიმეორებ, ჩვენ ვართ არჩევნების მხვერპლნი, სამწუხაროდ.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/16-tsels-qvemoth-bavshvebshi-thavi-shevikavoth-atsrisgan-sanam-sando-maregulireblebi-phaizers-ar-daamtkitseben-bavshvebis-asatsrelad-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს 3 კვებითი დანამატი არ არის რეკომენდირებული ❌️ გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights