სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა...

„პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი“

11 ოქტომბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორმა, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, გიორგი ფხაკაძემ „ფორტუნას” გადაცემაში – „კვირის თემა” განაცხადა:

„საქართველოში „ბუსტერდოზებით“ აცრა შესაძლებელი გახდა. ბუსტერი არა ჩინური, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ფაზიერის” ვაქცინით უნდა გაკეთდეს. ყველა იმ ადამიანს, ვინც დაბალეფექტიანი ვაქცინებითაა აცრილი ჩინურებით და „ასტრაზენეკას” ჩათვლით, ერთ თვეში უნდა ჰქონდეთ საშუალება, „ფაიზერის“ ვაქცინის ორივე დოზით აიცრან. დღეს საქართველო უნდა გადავიდეს ერთ ვაქცინაზე – “ფაიზერზე“. ვიმედოვნებ, ამ რეკომენდაციას მალე გაითვალისწინებენ“.

გადაცემის წამყვანის, ნინი ხუგაშვილის შეკითვაზე: -„მე ორჯერადად ვარ სინოფარმის ვაქცინით აცრილი, ეს ნიშნავს, რომ ჩემთვის ბუსტერი უნდა იყოს “ფაიზერი” და ისევ ორჯერადად უნდა ავიცრა?”

ამ კითხვის საპასუხოდ, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:
„თქვენ თუ აიცერით აგვისტოში, ჩვენ უკვე ვართ ოქტომბერში ანუ თქვენ პრაქტიკულად, უკვე აცრილი აღარ ხართ. თქვენ უნდა განიხილოთ თქვენი თავი, როგორც არა აცრილი ადამიანი. თქვენ უნდა აიცრათ ორჯერ „ფაიზერის“ ვაქცინით”.


საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე იმუნიზაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. „ფაიზერით“ 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil.




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სამედიცინო პერსონალსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights