ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ… -აშშ და ევროპა Johnson & Johnson-ის...

„მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ… -აშშ და ევროპა Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრებს“

13/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აშშ და ევროპა Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრებს დროებით აჩერებს…
ეს არის პასუხისმგებლიანი კომპანიის და ძლიერი მარეგულირებლის სწორი გადაწყვეტილება;
„Covid-19“-ის ყველა ახალი ვაქცინა უნდა იმართებოდეს ისე, როგორც ნებისმიერი კლინიკური კვლევების დროს, შესაბამისი კლინიკური პროტოკოლებით;
სად არის, ელექტრონული ჯანდაცვა
სად არის, გამჭირვალე პროცესი
სად არის ანგარიშვალდებულება
დავიღალე ერთი და იმავეზე საუბრით….
ვამბობ, არ მიჯერებთ, მლანძღავთ, ბოტებს მისევთ და შეკვეთილ სტატიებს აწერინებთ, შემდეგ ზუსტად ის ხდება, რასაც გაფრთხილებდით და მერე … სიტყვა სიტყვით იმეორებთ, რასაც მე ვამბობდი…. არ დაიღალეთ
ჩემსა და საზოგადოების კითხვებზე პასუხი გაცემული დღემდე არ არის:
რატომ არ არის გასაჯაროებული იმ 82 ექსპერტის სახელი, გვარი და თანამდებობა, ვინც “ვაქცინაციის გეგმა” დაწერა,
სად არის პარლამეტის მიერ მიღებული კანონის მოსახლეობისათვის განმარტება, ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი გართულებების ან ლეტალური შედეგის დადგომის შემთხვევაში რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო
ოფიციალურად დასახელედეს 1 (ერთი) პირი, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესზე,
გაასაჯაროვეთ ძლიერი მარეგულირებლების ჩამონათვალი, იყოს მკაფიოდ დასაბუთებული, საქართველო რატომ მიიჩნევს ამა თუ იმ მარეგულირებელს ძლიერად!
მე ვერ გამაჩერებთ, სიმართლეს ვერ გააჩერებთ, სიცოცხლეს ვერ გააჩერებთ, წინსვლას ვერ გააჩერებთ,
მე ყოველთვის ვიტყვი სიმართლეს, ვიტყვი იმას, რასაც სხვა ვერ ან არ ამბობს“ – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განვითარდა. წერს Euronews-ი .

მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.

აშშ-მა Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 6.8 დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Власти Грузии назвали сроки поставки миллиона доз вакцин от COVID-19
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights