ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„პასუხი მარტივია, მიზეზი გაუნათლებლობაა რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ “ტკბილი ტყუილი“

„პასუხი მარტივია, მიზეზი გაუნათლებლობაა რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ “ტკბილი ტყუილი“

13 ივნისი, 2022

#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

-„როცა ვსაუბრობთ, თუ რატომ ბოლდება მოსახლეობა და რატომ ურჩევნიათ “ტკბილი ტყუილი”, რატომ თვლიან, რომ მწარე სიმართლე “ნეგატივია“და “იმუნიტეტი” უზიანდებათ მაშინ, როცა სიმართლე ესმით?! როცა ასტროლოგია, მაგია და შეთქმულების თეორიები განიხილება, როგორც ფაქტი და მეცნიერება განიხილება, როგორც ეშმაკისეული, სატანისტური, მასონური და ასე შემდეგ?! პასუხი მარტივია – მიზეზი გაუნათლებლობაა;
ასეთი გაუნათლებლობა საიდან მოდის? საიდან და ბაღიდან, სკოლიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან;
დავიწყოთ უმაღლესი სასწავლებლებით. ქვეყანაში 55 სასწავლებელი არის უმაღლესი სასწავლებლის სტატუსით. მათგან გლობალური რეტინგების სიაში რამდენია და რომელ საფეხურზე არიან, ეს კიდევ სხვა თემაა…
ამ სტატისტიკით გამოდის, რომ საქართველოში მეცნიერული ცხოვრება უნდა დუღდეს და ყოველკვირა რამე მეცნიერული კონფერენცია, სემინარი, გამოფენა ან ვორკშოპი უნდა ტარდებოდეს, როგორც მინიმუმ, 55 მეცნიერული სტატია მაინც უნდა იბეჭდებოდეს კვირაში მხოლოდ ქართულ ჟურნალებში…. რეალურად კი სულ სხვა სიტუაციაა. ქვეყანა გადაიქცა ფასადურ “პოტიომკინის სოფლად” (დარწმუნებული ვარ, პოტიომკინი ვინ იყო, ბევრმა ისიც არ იცის, სამაგიეროდ, ანტივაქსერების სახელი და გვარები ზეპირად იციან).
განათლების სისტემა (ზოგადად) ღრმა კრიზისშია. არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები იხარჯება ზუსტად პოტიომკინის სიფლების შესაქმნელად. რა არის ქვეყნის სტრატეგიული ხედვა, საით მივდივართ? რა გვინდა?
სკოლის მასწავლებლების >70% ვერ აბარებს იმ საგნების გამოცდებს, რომელსაც ასწავლიან. PISA-ს შეფასებით, სკოლის მოსწავლეები ჩამორჩებიან მათემატიკის ცოდნაში, წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში. სამწუხაროდ, არავინ ფიქრობს ამ პრობლემებზე.
და ვინმე ამ ქვეყანაში კიდევ ითხოვს ხარისხიან ჯანდაცვას?!
ამ ქვეყანას სჭირდება რადიკალური რეფორმები განათლებაში და ჯანდაცვაში
P.S. უჩემოდ არ გამოგივათ
#არდაბოლდე

ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze


ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "THEY COULD NOT BRING A LABORATORY OF $ 50,000 TO CHECK THE QUALITY OF THE FACE MASKS" – PKHAKADZE
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights