სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიმედიკამენტების ფასი საქართველოში

მედიკამენტების ფასი საქართველოში


#drpkhakadze

აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

საქართველოს ჯანდაცვის ,,კარგი” მდგომარეობის მიზეზი არის, საკანონმდებლო ბაზის მოუწესრიგებლობა

1. მსოფლიოს არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ფარმაცევტულ დისტრიბუტორებს არ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი კლინიკა, ან სააფთიაქო ქსელი

2. მსოფლიოს ყველა ნორმალურ ქვეყანაში არსებობს გაიდლაინები და ალგორითმები, რომლითაც ექიმმა უნდა იხელმძღვანელოს, როგორც გამოკვლევის, ასევე მკურნალობის პროცესში. ეს გაიდლაინები და ალგორითმები მუდმივ განახლებას განიცდის. ყველა ექიმი ვალდებულია , იმოქმედოს ამ გაიდლაინების მიხედვით, ან დაასაბუთოს ,,ახალი გზის” აუცილებლობა. ამ პროცესს, როგორც წესი, სპეციალიზირებული ასოციაციები აწესრიგებენ

3. წამლის ფასწარმოების პროცესი ყველა ნორმალურ ქვეყანაში საჯარო და გამჭვირვალეა. როგორც წესი, მწარმოებელი/შემომტანი აფიქსირებს წამლის ფასს (INCOTERMS FOB/CIF) ადგილობრივ ვალუტაში. ეს ფასები საჯაროა

4. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ანალოგი (გენერიკი) მედიკამენტი 30%-70% იაფი ღირს, ვიდრე ორიგინალი ბრენდი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ესეც რეგულირდება კანონით მაგ: ავსტრია, შვეიცარია, გერმანია

5. იმ ქვეყნებში სადაც, წამლის ფასი ნაწილობრივ ფინანსირდება სადაზღვევო კომპანიების მიერ, არსებობს მინიმალური ზღვარი (როგორც წესი ყველაზე იაფი გენერიკის ფასი), რომელიც ვალდებულია, რომ დააფინანსოს. თუ წამლის ფასი ზღვარს სცდება, მაშინ პაციენტი იხდის განსხვავებას. თუ პრეპარატს ანალოგი (გენერიკი) არ აქვს, მაშინ ასეთი პრეპარატის დაფინანსების საკითხს წყვეტს სადაზღვევო კომპანია.

და ა.შ.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

https://youtube.com/@drpkhakadze

ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvili

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება დაიწყო...ის ყველას შეხვდება... მე გაგაფრთხილეთ - ერთი ადამიანი...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights