ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს – „საღი აზრი აღარავის შერჩა“

გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს – „საღი აზრი აღარავის შერჩა“

24 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებას ეხმიანება:

-„ახალი გადაწყვეტილებები ….

კომენტარი რომ დავიწყო, საიდან დავიწყო…

ფაქტია, რომ საღი აზრი აღარავის შერჩა …

დაუჯერებელია!

არაპროფესიონალიზმი კლავს! – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ.
„ამ ეტაპზე რეგულაციებით, რომლებიც შემოდის, მწვანე სტატუსი კოვიდგადატანილ ადამიანს ექნება მუდმივად, ანუ ჩამკეტი არ იარსებებს. მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.
მწვანე სტატუსის წარდგენა გვჭირდება – რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“,- განაცხადა წყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.
მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებთ შემდეგ დაწესებულებებში შესვლას:
რესტორნები, კაფეები, ბარები, – ღია და დახურული სივრცეები,
კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;
სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;
სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;
სასტუმროები;
სამთო კურორტების საბაგირო გზები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



  „რევოლუციას თუ აკეთებ, ადექი და ბოლომდე მიიყვანე… ვაი თქვენს პატრონს, უბედურს” – გიორგი ფხაკაძე...

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights