პარასკევი, ნოემბერი 29, 2024
მთავარიბლოგი„გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ?!“- გიორგი ფხაკაძე

„გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ?!“- გიორგი ფხაკაძე

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა: „გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ ორიგინალურად მომილოცა გიორგობა „მითების დეტექტორზე“ არჩილ მარშანიას კომენტარებით, რომელიც, სხვათა შორის, „მთავარ არხზეც“ მუშაობს. გამლანძღეს, რაღაც აბსურდი დამაბრალეს. ვიმეორებ, მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ინფორმაციაზე, რასაც მსმენელს ვაწვდი, ყველგან პირველწყაროს ვუთითებ, თან სამეცნიერო ჟურნალებიდან. მე ვარ აკადემიური ადამიანი, პროფესორი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება და განათლება. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი, რასაც ვამბობ.

პატივცემული ოპონენტები „მითების დეტექტორზე“ აპელირებდნენ მედიასაშუალებებში 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიებით, როცა მე აკადემიურ, სამეცნიერო ჟურნალებში ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატიებს ვეყრდნობი. დღემდე ვიღაცეები თუ მაბრალებდნენ, რომ ფხაკაძე ნაცია და ვინმეს ამის გჯეროდათ, აგერ, ბატონო, ლუსტრაცია, გამწარებული მლანძღავენ ნაცები.

მეორე სტატია დღეს დაბეჭდა „მედიაკრიტიკამ“ და გიორგობა ახლა უკვე ქოცებმა მომილოცეს ოფიციალურად. საოცრებებს წერენ. მაბრალებენ, – ანტივაქსერი ვარ. ეს იგივეა, რომის პაპს ათეისტობა დააბრალო. ბოლოსდაბოლოს, ფხაკაძე “Gavi”-შია, ამაზე მეტი რა გითხრათ?! გესმით, ეს ვაქცინების თემაში რას ნიშნავს?! ვისაც გაინტერესებთ, სად ვმუშაობ და რას ვაკეთებ, დაწვრილებით დევს ჩემს ფეისბუქზე. თან მე, „ანტივაქსერი“, ერთ თვეში ფაიზერის ვაქცინით ვიცრები, ცნობისათვის! უბრალოდ, ადამიანურად უნდა ვიკითხო – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაბრალებთ რაღაცეებს, გასაგებია, კაი, დამაბრალეთ, მაგრამ იცით, რომ გიორგი ვარ და გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ! გავიგეთ, რომ არჩევნებია, ანგაჟირებულები ხართ, რომ ლაიქები გინდათ……..გავიგეთ, არ მოგწონთ, ფხაკაძე არავისი არაა. ფხაკაძე არის დამოუკიდებელი! ყოველთვის ილაპარაკებს სიმართლეს, ამას შეეგუეთ! ნუ გეშინიათ, ხალხო, მე პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს! ვერ იჯერებთ და დაიჯერეთ! არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა და არც თქვენს ბიზნესინტერესებში ვერევი. ვხედავ, ჩემი განეიტრალება გინდათ, მართლა ასეთი პოპულარული ვარ?! განეიტრალება რომ არ გამოუვიდათ, ახლა დისკრედიტაციაზე მუშაობენ, თითქოს მე ტყუილებს ვლაპარაკობ. აკადემიურად, მარტივ ენაზე გაწვდით, რაც ხდება ჯანდაცვის სფეროში. თუ არ მოგწონთ, ნუ მისმენთ. გულწრფეად გეუბნებით, ძალიან მადლობელი ვარ, „ნაცებმაც“ და „ქოცებმაც“ ასე გამლანძღეს. დიდი მადლობა „მედიაკრიტიკას“ და ქალბატონ ლელა კურდღელაშვილს, რადგანაც ხალხს დაინახა, – ფხაკაძე ოცნებისტი არ არის; ქალბატონო ლელა, https://www.facebook.com/lela.kurdgelashvili პირდაპირ მოგმართავთ, რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, დამირეკეთ და ინტერვიუს მოგცემთ. ასევე დიდი მადლობა ბატონ არჩილს „მითების დეტექტორიდან“, რადგან ნათელი გახადა, რომ ფხაკაძე არც ნაცი არ არის. ნაცები მიხვდნენ, „ქოცი“ არა ვარ, „ქოცები“ მიხვდნენ, რომ ნაცი არა ვარ. მე რომ გეუბნებოდით, არ გეჯერათ, ახლა თქვენი თავის მაინც დაიჯერეთ. ფხაკაძე არც ნაცია და არც ქოცი, ხომ ხედავთ. ლუსტრაცია მოხდა. მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული, რასგანაც „ოცნებასაც“ ვლანძღავ და „ნაცებსაც“. კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი. ქვეყანაში პანდემიაა, დღეში 25-მდე ადამიანი იღუპება ვირუსით, რა დროს პოლიტიკური გარჩევები და თავყრილობებია?! თუ პატრიოტები ხართ, გამოაცხადეთ მორატორიუმი, პოლიტიკურ აქტივობებზე, მიტინგებზე, ჯერ დავამარცხოთ ვირუსი და მერე დაიკმაყოფილეთ ეს თქვენი პოლიტიკური ამბიციები. ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?! რომ ხედავ, არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე! ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე! დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ არჩილს და ქალბატონ ლელას, რომ საჯაროდ დაამტკიცეს, რომ მე არ ვარ არც ნაცი და არც ქოცი. დიდი მადლობა გიორგობაზე ასეთი კარგი საჩუქრისთვის.
ჯანმრთელობას გისურვებთ!“

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

ევროპის 9 საუკეთესო ფლი მარკეტი

28 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

თანამედროვე მუქი ინტერიერი: ელეგანტურობა და დრამატულობა

ნოემბერი 28, 2024
ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ქათამი ნიგოზში დედამთილის რეცეპტით

ნოემბერი 28, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება – ნახეთ, ვის ეხება ცვლილებები

ნოემბერი 28, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ შევარჩიოთ კომში

როგორ შევარჩიოთ კომში

ნოემბერი 28, 2024
3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

3 ფერი რომელიც თქვენს რუჯს გამოკვეთავს

ნოემბერი 28, 2024
ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

ახალი წელი პრაღაში: ზღაპრული დღესასწაული ევროპის გულში

28 ნოემბერი 2024
თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენცია UNCTAD-ის და ICN-ის ხელმძღვანელების შეფასებით ღირებული და სამაგალითოა – GCCA

ნოემბერი 28, 2024
Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

ნოემბერი 28, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights