22/09/2021
ავტორი: ირინა დათაშვილი
„თუ არ გინდათ, გრძელი კოვიდი დაგემართოთ, აიცერით, გაიკეთეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყველაფერი გააკეთეთ, რომ არ დაგემართოთ კოვიდი. გრძელი კოვიდი ძალიან საშიშია. ჯერ კიდევ წელიწადის და ცოტა მეტის წინ დავიწყე ამაზე საუბარი, – რას ამბობსო, გამლანძღეს, დამესივნენ, ახლა იგივე ხალხი წერს გრძელ კოვიდზე. სამწუხაროდ, უკვე დადასტურებული ფაქტია, ზოგჯერ 6 თვის მერეც კი ადამიანს ეწყება თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვების, ნაწლავების, თირკმელების, ღვიძლის, მენტალობის, ან ნერვული სახის პრობლემები.
გვაქვს ორი აფეთქება ერთდროულად, – ერთი ვირუსის მეოთხე ტალღა, მეორე გრძელი კოვიდის აფეთქება! ზოგმა ერთხელ მოიხადა ვირუსი, ზოგმა ორჯერ, ზოგმა არც იცის ისე გადაიტანა, ამ ადამიანების ავადობიდან 6 თვე უკვე გავიდა, ზოგის ავადობიდან მეტი, შემაშფოთებელი ცნობები მომდის საქართველოდან. სამწუხაროდ, ვერც ციფრებს ვენდობი ბოლომდე, იმედი მაქვს, არჩევნების მერე, მეტნაკლებად მართალი ციფრები დაიდება, წინასაარჩევნო პერიოდში ისეთი რაღაცები აკეთეს, კოვიდ სტატისტიკას როგორ ვენდო? არ მაქვს მტკიცებულება, რომ ციფრები არ არის ზუსტი, მაგრამ მათი ქმედებები ამ ეჭვს მიჩენს.
სიმართლე გითხრათ, წინა პრემიერი მიჯერებდა, მისმენდა რასაც ვამბობდი და მიჯერებდა, ახალი პრემიერი, როგორც ჩანს, თვლის, რომ მან უკეთ იცის, ახალი ხედვა აქვს ახალ პრემიერს, ალბათ, რა გითხრათ, მე არ ვარ პოლიტიკოსი. რომ მოესმინა, არჩენებიც გადადებული უნდა ყოფილიყო და კოვიდ პასპორტების ელექტრონული ბაზაც უკვე დანერგილი, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი ახლა საქართველოში! ახლა რომ მწვანე ბარათები შემოიღონ, ამ წინასაარჩევნოდ, დაესევა ხალხი, ამიტომ ვამბობ, პოლიტიკური გადაწყვეტილებებით იმართება ქვეყანაში პანდემია-მეთქი. მე არც ბიზნესინტერესები მაქვს, არც რამე სხვა ტიპის ინტერესი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისაც სიმართლის თქმა შეუძლია. ერთი ახალგაზრდა ექიმი იყო დარჩენილი და ისიც ტელევიზიაში წაიყვანეს, ვინღა დარჩა კიდევ დამოუკიდებელი?“ – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе