სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ჩინეთში ექიმები დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა…“-გიორგი ფხაკაძე

„ჩინეთში ექიმები დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა…“-გიორგი ფხაკაძე

13/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„სამწუხარო ამბავია, ინდოეთში არის იშვიათი დაავადება, რომელიც ძირითადად ტროპიკულ ქვეყნებშია. იმედია, ჩვენამდე ეს დაავადება არ მოაღწევს. ინდოეთში არ არის მარტო ერთი შტამი. ინდოეთის ჩრდილოეთით არის ბრიტანული შტამი, სამხრეთში არის ეს ახალი შტამი, რომელზეც ჯანმომ გამოაცხადა, რომ არის საშიში. ინდოეთში არის კიდევ სხვა პატარა შტამები. რაც უფრო ბევრ ადამიანში ვრცელდება, მით უფრო დიდია შანსი, მუტაცია იქნება..“

მისი თქმით, პოლიტიკოსები როცა ერევიან სამედიცინო საქმეში, ყოველთვის არის პრობლემა.

„ჩინეთში, უჰანში რომ მოხდა ეპიდემიის აფეთქება, პირველი რაც გააკეთეს, ექიმები „ჩაახრჩვეს“, დაიჭირეს და შემდეგ ის ექიმები გარდაიცვალნენ. ასეთი სიტუაციია ახლა ანდრაპატეში, იქ ექიმებმა თქვეს, რომ იყო ახალი შტამები, 15-ჯერ უფრო საშიში, ვიდრე არსებული ინდური შტამი. ინდოეთის მთავრობა ძალიან შეშინებულია, ამ ექიმების რეპრესიები დაიწყო, რომ ეს იყო დეზინფორმაცია. სხვადასხვა შტატებში ექიმები უკვე ამაზე საუბრობენ.

ინდოეთს სილიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და მაგრამ მეორეს მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ ინდური შტამი მარტო ინდოეთში არ არის, ინდური შტამი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაშია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  Поставки кислорода из Азербайджана спасли Грузию в пандемию
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights