სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიბლოგი„თენგიზ ცერცვაძე არის ანტივაქსერი!“ - გიორგი ფხაკაძე

„თენგიზ ცერცვაძე არის ანტივაქსერი!“ – გიორგი ფხაკაძე

15/02/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil




პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება:

„ეს ადამიანი ვინმე გააჩუმეთ! ჯერ მისი ცნობილი “ვადაგასული ფაიზერი”, პრაქტიკულად ჩააგდო ქვეყანაში კოვიდ ვაქცინაცია… ეხლა კიდევ უფრო უარესს ამბობს.

ვინმემ, სახელმწიფო სპიკერად დანიშნა?!

მართლაც, ყველაფერს უნდა ჰქონდეს საზღვარი!“

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, ბივალენტური ვაქცინები საქართველოში ნოემბრისთვის უნდა შემოეტანათ და შესაბამისი ვაქცინაციის გეგმა ოქტომბერში დაემტკიცებინათ, სავარაუდოდ, 2023 წლის იანვარში ვაქცინაციის გეგმა უნდა ყოფილიყო გადახედილი («კრაკენის” გათვალისწინებით).

ცნობისთვის, ევროპა და ამერიკა მთლიანად გადავიდნენ ბივალენტურ კოვიდვაქცინაზე.

„მაგალითისთვის, ავსტრალიაში 20 თებერვლიდან კოვიდის მე-5 დოზის ვაქცინაციის კამპანია იწყება…

ამ ბატონის ტერმინი “სტანდარტული ვაქცინები”, განგიმარტავთ, ეს არის ჩინური სინოფარმის და სინოვაკის ვაქცინებიც. ახლაც კი არ აღიარებს ეს ბატონი, რომ ეს ვაქცინები არაეფექტურები იყვნენ და არიან. ამის შესახებ, წლებია მთელი მსოფლიოს სამეცნიერო საზოგადოება საუბრობს!

და ბოლოს, ეს ციტატა, – “რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“ ანუ ეს ბატონი იგივეს იმეორებს რაც უკვე ერთხელ თქვა, – “ფაიზერი ვადაგასულიაო”! ზემოთ ჩემოთვლილიდან გამომდინარე, დასკვნა არის მხოლოდ ერთი, – ეს ბატონი არის ანტივაქსერი!“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, „ბივალენტური“ ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვა.

„ე.წ. ბივალენტური ვაქცინები საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა“ შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან.

„დიახ, ჩვენთან „ბივალენტური“ ვაქცინები ჯერ არ არის, თუმცა მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს და არის რეალური მოლოდინი, რომ ეს ვაქცინები საქართველოში უმოკლეს დროში შემოვიდეს. თუ მოსახლეობის რომელი ჯგუფებისთვის იქნება ახალი თაობის ვაქცინები რეკომენდებული და ხელმისაწვდომი, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო და NCDC მუშაობენ და მოსახლეობა დროულად იქნება ინფორმირებული“.

მისი თქმით, სტანდარტული ვაქცინები ე.წ. ბუსტერ დოზების ჩათვლით საიმედოდ იცავენ ადამიანს „დელტა“ შტამისგან, მაგრამ გაცილებით ნაკლებად „ომიკრონისგან”. „რაც შეეხება ახალი თაობის ე.წ. ბივალენტურ ვაქცინებს, ისინი საიმედოდ იცავენ, როგორც „დელტა” შტამისგან, ისე „ომიკრონის“ უმეტესი სუბვარიანტებისგან (BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.). რაც შეეხება XBB1.5 სუბვარიანტს, ახალი „ბივალენტური“ ვაქცინები ადამიანს მისგანაც იცავენ, მაგრამ ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან“, – განაცხადა ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.


გასული წლის ოქტომბერში, მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ ქვევარიანტის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს.

პირველად აშშ-ში დაფიქსირებულ XBB.1.5-ს არაოფიციალურად „კრაკენი“ უწოდეს და აღნიშნეს, რომ ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე გავრცელებულ მუტაციებს შორის, ყველაზე სწრაფად გავრცელებადი ვარიანტია.


პროფესორმა, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა გიორგი ფხაკაძემ აღნიშნული ვარიანტის საქართველოში გავრცელებისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ იანვრის დასაწყისში ისაუბრა:

„ომიკრონის“ ვარიანტი – XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ უკვე საქართველოშია.“

გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ „კრაკენი“ გადადების ყველაზე მაღალი უნარით გამოირჩევა.

„ეს უკვე ოფიციალურია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გასცა რეკომენდაცია, რომ ავიახომალდებში პირბადეების გამოყენება აღდგეს.

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა სათანადო (უფრო მკაცრი) რეკომენდაციები გასცა გუშინ.

ომიკრონის XBB.1.5, მეტსახელად „კრაკენი“ არის საფრთხის შემცველი.

მოიმარაგეთ და გამოიყენეთ პირბადეები, ვინაიდან ეფექტიანი კოვიდვაქცინები საქართველოში არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ოფიციალურად თქვა, რომ ეს ახალი ვარიანტი არის ყველაზე გადამდები, რაც მანამდე იყო მსოფლიოში.

აშშ-ში „კრაკენი“, ვფიქრობ, ამ თვის ბოლოს უკვე დომინანტი იქნება, ევროპისკენაც წამოვიდა და, რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი საქართველოშიც არის.

რადგან ის ძალიან სწრაფად ვრცელდება და ზეგადამდებია, ეს ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი თუ შემოვიდა ოთახში „კრაკენით“, ნიშნავს, რომ ყველას „დააკრაკენებს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


6 თებერვალს, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ ალბათ, 2-3 კვირაში საქართველოში „კრაკენი“ დომინანტი გახდება.

„სახელმწიფომ ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ხელმისაწვდომი იყოს ბივალენტური ვაქცინა, რომელიც სწორედ „კრაკენისთვის“ არის განკუთვნილი და რომლის არც ერთი დოზა არ არის საქართველოში“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.


პროფესორმა, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა გიორგი ფხაკაძემ 7 თებერვალს „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა:

ლინკი https://fortuna.ge/fortuna/post/akhla-ukve-gviania-saqartveloshi-dghes-arc-erti-moqalaqe-ar-aris-acrili-giorgi-fkhakadze-bivalentur-vaqcinasa-da-krakenis-safrtkheebze?fbclid=IwAR3YDfDBeCIiwgTQTCE3pfW6yU_2Ri35FZQTc_yTp-QB6sgfWcTj1gxlVFM


„ბივალენტური ვაქცინების წარმოება წამლის მწარმოებელმა კომპანიებმა „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“ ერთი წლის წინ დაიწყეს. ეს არის წინამორბედი კოვიდვაქცინების გაუმჯობესებული ვერისა, რომელიც სპეციალურად „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ არის მიმართული:

„როდესაც „ომიკრონი“ გამოჩნდა, ძველი ვაქცინა განაახლეს ანუ ეს არის გაუმჯობესებული ვაქცინა, რომელიც უფრო ებრძვის „ომიკრონს“. არის იმავე კონცეფციის ვაქცინები, როგორიც მანამდე „ფაიზერს“ და „მოდერნას“ ჰქონდა, თუმცა უფრო გაუმჯობესებული და სპეციფიკურად გათვალისწინებულია „ომიკრონზე“. ხარისხის დონითაც აბსოლუტურად ერთნაირია.“

მისი თქმით, დაახლოებით 4 თვეა, რაც ევროპის ქვეყნები სრულად გადავიდა ბივალენტურ ვაქცინაზე. აშშ-მა ახალი წლიდან გამოაცხადა, რომ მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ ბივალენტური ვაქცინით აიცრებიან. ევროპაში, აშშ-ში ძველ ვაქცინას ფიზიკურად ვერ იშოვით, ხმარებიდან არის ამოღებული.

„ბივალენტური ვაქცინა ცოტათი უფრო უკეთესად მუშაობს, ვიდრე ძველი ვაქცინები, რადგან ის სპეციფიკურად არის მიმართული „ომიკრონზე“, „კრაკენი“ კი „ომიკრონის“ ქვეშტამია“, – აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.


მისივე განცხადებით, აშშ-სა და ევროკავშირში ჩატარებული არაერთი კვლევის შედეგად, „ბივალენტურმა ვაქცინამ აჩვენა უფრო მაღალი ეფექტიანობა წინა ვაქცინებთან შედარებით და ამცირებს სიკვდილიანობას და დაავადების სიმძიმეს“.


გიორგი ფხაკაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ბივალენტური ვაქცინის შემოტანა რომც გადაწყვიტონ, უკვე დაგვიანებულია.


„გასული წლის დეკემბერში, აშშ-ში „კრაკენის“ გავრცელების მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 2% იყო, თებერვალში კი 66 % გახდა.

პირველი ვიყავი, რომელმაც იანვრის პირველ კვირაში ვთქვი: ხალხო, „კრაკენი“ უკვე საქართველოშია, მოვემზადოთ.. ვინ გისმენს?!

რეკომენდაციას ვუწევდი ბივალენტურ ვაქცინას, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯანდაცვის სამინისტრომ ასე გადაწყვიტა.. ხელზე მაქვს საბუთი, სადაც სამინისტრო ოფიციალურად წერს, რომ 2022 წელს არ შემოუტანიათ ბივალენტური ვაქცინა და 2023 წელს განიხილავენ შესაძლებლობას, გააჩნია, რა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იქნება.

ფაქტია, საქართველოს მთავრობა არ აპირებს ბივალენტური ვაქცინის შემოტანას, რომც დააპიროს, სანამ ბივალენტური ვაქცინა საქართველოში ჩამოვა, უკვე ახალი ვაქცინა იქნება საჭირო..

ახლა უკვე გვიანია. ჯერ შეკვეთა არ გაუკეთებია ქვეყანას, რა უნდა შემოიტანოს? მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დიდი მოთხოვნაა და რიგია იმ ქვეყნების, რომლებსაც უნდათ მისი შეძენა. რეალობას ჩავხედოთ თვალებში – საქართველოში ბივალენტური ვაქცინა არ ჩამოვა. საქართველოში დღეს, ქვეყნის არც ერთი მოქალაქე აცრილი არ არის“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, „კარგი ამბავია ის, რომ „კრაკენი“ არ არის ისეთი აგრესიული, როგორიც წინა ვარიანტები იყო. შედარებით ნაკლები სიმძიმით არის გამოხატული, მაგრამ 65 წელს გადაცილებული ადამიანებისა და იმ პირებისთვის, რომლებსაც იმუნურ სისტემასთან პრობლემები აქვთ, მაინც საშიშია.

„ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება: „კრაკენი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება, ჰოსპიტალიზაცია მაინც გაიზრდება და თუ წინა ვარიანტების დროს 100 ადამიანი იყო ინფიცირებული და გვყავდა 10 ჰოსპიტალიზებული, ახლა იმავე პერიოდში გვეყოლება 10 000 ინფიცირებული, საიდანაც საავადმყოფოში 1000 ადამიანი იქნება.

არ დაგვავიწყდეს პოსტკოვიდიც – ეს ნიშნავს, რომ „კრაკენი“ დაგემართებათ, „ომიკრონი“ თუ სხვა რამ, პოსტკოვიდი პოსტკოვიდია.

შესაბამისად, ქვეყანაში პოსტკოვიდური მდგომარეობა ძალიან რთული იქნება.

საბოლოო ჯამში, საქართველოს მოსახლეობის, დაახლოებით, 50 %-ს ექნება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური პრობლემები. დიაბეტის აფეთქება ნახეთ 2023 წელს“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights