სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს...“

„სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს…“

„ბევრმა ჟურნალისტმა დამირეკა, ქვეყანა გახსნესო, ჩემი აზრი აინტერესებდათ. ანუ ხალხს უთხრეს – ახლა ქვეყანას ვხსნით, მაგრამ ვაქცინას 2 კვირაში ჩამოვიტანთო. უცებ ვერც დავიჯერე. ვაღიაროთ, ქვეყანა არ იმართება ისე, როგორც უნდა იმართებოდეს!

ჩვენთან პანდემიის მართვაში მილიარდობით თანხა დაიხარჯა, ღმერთმა იცის, სად, ვისთვის და როგორ. სიტუაცია ისე მიდის, შეიძლება, აგვისტოს ბოლოს უფრო ადრეც, საქართველოში მთლიანად ინდური შტამი იქნება.

„არცოდნა არცოდვაა“, მაგრამ დაავადებათა კონტროლის ცენტრში გამოცდილი და განათლებული ხალხი მუშაობს, ამიტომაც ისეთი ტიპის შეცდომები, რაც დაშვებულია, გაუგებარია. ცუდია, როცა ექიმი პოლიტიკაში მიდის, ის უკვე პოლიტიკოსი ხდება, პოლიტიკოსს კი თავისი ვალდებულებები აქვს. ხან აქ, ხან იქ ყოფნა არ გამოვა.

მოსახლეობა დაიბნა. ასეთი ნდობა, რაც ამ სამ ადამიანს ე.წ. „სამ მუშკეტერს“ პანდემიის დასაწყისში ჰქონდა, ადრე არასდროს ჰქონიათ, თუმცა ეს ნდობა შემდეგ გაიბნა. მათ კარგი საქმეც გააკეთეს მაშინ, თუმცა ეს მარტო მათი გაკეთებული არ იყო.

მე მგონი, ჩემს გარდა ამაზე არავინ ლაპარაკობს – პანდემიის დასაწყისში ყველაზე დიდი საქმე პოლიციამ გააკეთა. ქვეყანაში პანდემიის პირველი ტალღა არ ყოფილა იმიტომ, რომ პოლიციამ თავისი საქმე უმაღლეს დონეზე შეასრულა. ვირუსის შეკავებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხალხი როცა ჩაერია, მაშინ ჩაფლავდა ყველაფერი. ერთადერთი სისტემა, რაც ქვეყანაში კარგად მუშაობს და რაზეც დგას სახელმწიფო, არის პატრული. სანამ ეპიდემიას პატრული მართავდა, ყველაფერი კარგად იყო. მას შემდეგ, რაც ეს პროცესი ეპიდემიოლოგებს ჩააბარეს, ვხედავთ, რა მძიმე სიტუაციაც გვაქვს“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტრაგედია ინდოეთში - შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოშიც?! - რა ინფორმაციას ავრცელებს პროფესორი, გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights