სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა…“ -გიორგი ფხაკაძე

„ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა…“ -გიორგი ფხაკაძე

3 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„4 ტიპის ვაქცინის შემოტანა და წინადადება – „ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა. ვერ გავიგე, ეს ვაქცინაა თუ “ბოტილოქსი” (ბოტოქსი არის შხამი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში). მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ უნდა აიცრას და რა ვაქცინით,- ეს არის შიდა სამედიცინო საკითხი.

მესმის, – თავიდან არანაირი ვაქცინა არ იყო და ნებისმიერი ვაქცინა იყო ხსნა, ამაზე არავინ დავობს. როდესაც, აგვისტოდან უკვე მსოფლიოში სრულად დამტკიცდა „ფაიზერი“ 16 წლის ზევით ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად და ამ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რატომ არ მოვიქეცით, ისე როგორც, მაგალითად, – ჩვენი მეზობელი თურქეთი?! თურქეთში ვაქცინაცია დაიწყეს ჩინურით, ახლა მთლიანად გადავიდნენ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინაზე.“

მისი თქმით, ჩვენი “ექსპერტების” მიერ “შემოგდებული” ტერმინი – „ტრადიციული ვაქცინა”.

„თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ამ ტერმინს, – ეს არასწორი ტერმინია, აკადემიურადაც და რეალურადაც. ამ ტერმინმა ისედაც დაბნეული მოსახლეობა უფრო დააბნია. ყველა ვაქცინა დღეს მზადდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით!

ჩინური ვაქცინების “გაპრავება” – ეს კიდევ ცალკე თემაა. გავიგეთ, რომ ვუჰანური ვირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინები 50%-ით იცავს, ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანუზაციაში წარმიდგენილ საბუთებში, მაგრამ იმის შემდეგ წამივიდა ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ინდური და სხვა შტამები – ეს ჩინური ვაქცინები ვერ არიან ეფექტური ამ შტამების წინააღმდეგ. ყველა კვლევა, რაც არსებობს დღესდღეობით ჩინური ვაქცინების შესახებ, გვაჩვენებს, – ეს ვაქცინები არის უსაფრთხო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალ ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგ. საქართველოში პოპულარული შრილანკის და ჰონკონგის კვლევები არის არასანდო და არასერიოზული მარტივი მიზეზის გამო –

1. ორივე დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ;

2. კვლევებში მონაწილეთა რაოდენობა არის ძალიაან მცირე შრილანკაში- 282 და ჰონკონგში -360 მონაწილე.

ვაქცინაციის ბარათიზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ჩავარდნილია თავიდან ბოლომდე ინიციატივა, – რატომ? – არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი და იმიტომ.

საინფორმაციო კამპანია ხომ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქაც არაპროფესიონალების მიერაა ჩავარდნილი საქმე… ავიღოთ მაგალითად “ბარამბოს” ან სადაზღვევო კომპსნიების , ძველი “ალდაგის” რეკლამები … ყველა არის გაკეთებული ქართველების მიერ. დაუკვეთეთ მათ! ჩააბარეთ საქმე პროფესიონალებს და დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ქართველი მომხმარებლისთვის გასაგებ საინფორმაციო კამპანიას მივიღებთ.

დამღლელია, ერთი და იმავე შეცდომებს რომ უშვებენ, ყველა რომ “ატარებს” ამ შეცდომებს.

ვაქცინაცია უნდა იყოს მხოლოდ ერთი ვაქცინით (Pfizer-BioNTech) მწარმოებლის ინსტრუქციით (ქართული ჩამატებები არ გვინდა რა).

სამედიცინო პირბადეების გამოყენება ყველგან;

დისტანციის დაცვა ყველგან;

კოვიდ სტატუსის ელექტრონული სისტემის ამუშავება (ევროპული ანალოგი) და თავშეყრის ადგილებში მხოლოდ კოვიდ სტატუსით დაშვება;

სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს“- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მეოთხე ტალღის არიდება შესაძლებელია… – იყავით პოზიტიურები, დატკბით ზაფხულის დღეებით, მაქსიმალურად…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights