ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„შეიგნეთ, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მაინც მოუსმინეთ

„შეიგნეთ, „ომიკრონი“ დასასრულის დასაწყისი არ არის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მაინც მოუსმინეთ

11 თებერვალი, 2022

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

„კარგი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე თქვენთვის საკმარისი არ არის.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მაინც მოუსმინეთ და შეიგნეთ (ეს კომენტარი ჩემს ზოგიერთ კოლეგას):

“ომიკრონი დასასრულის დასაწყისი” არ არის

“ომიკრონისეზონურიგრიპი” არ არის

კორონავირუსიარის საშიში -წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.

მსოფლიომ პანდემიის დასასრულს ჯერ კიდევ არ მიაღწია, რადგან კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა:

-„ჩვენ ვნახეთ ვირუსის განვითარება, მისი მუტაცია. ვიცით, რომ უფრო მეტი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდება. ასე რომ, პანდემიის დასასრულს ჯერ არ მივაღწიეთ“.

9 თებერვალს, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ხალხს მოუწოდა, ახსოვდეთ, რომ კორონავირუსი ჯერ არ დასრულებულა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, დაავადებას საზღვრები არ აქვს, ხოლო ინფექციის სწრაფმა ზრდამ, რომელიც „ომიკრონის“ ვარიანტმა გამოიწვია, აჩვენა, რომ უსაფრთხოების გრძნობა თვალის დახამხამებაში შეიძლება შეიცვალოს.

25 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკაში, მეცნიერებმა განაცხადეს, – კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია სვამინატანმა განაცხადა, რომ ახალ ვარიანტს სპაიკის პროტეინში არაერთი შემაშფოთებელი მუტაცია აქვს.

26 ნოემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომაზე სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს „შემაშფოთებელი“ უწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, – „ომიკრონთან“ დაკავშირებული საერთო რისკი კვლავ მაღალია.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე დედებს აფრთხილებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights