სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე… საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია!“

„მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე… საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია!“

15/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„მაპატიეთ, კარგი ამბები არ მაქვს. საქართველოში უფრო მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე გარედან ჩანს“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.

მისი თქმით, ახლახანშემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია.

„ახლახანშემოღებული შეზღუდვები მორიგი ფარსია. ამაოდ მეგონა, საღი აზრი გაიმარჯვებდა, დღეს ჩატარებული მასობრივი ღონისძიებები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს არჩევნები არის ყველაზე დიდი დანაშაული. არჩევნები კლავს!

მე არ ვარ დემოკრატიისდა არჩევნების არსის წინააღმდეგი, მაგრამ საქართველოში ახლა რაც ხდება, დანაშაულია! ეს არჩევნები არის გენოციდი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

ბევრი პოლიტიკური პარტია აწყობილია საარჩევნო ციკლზე და მეტი არაფერი აინტერესებთ, საკუთარი მერკანტილური მიზნებით მოქმედებენ. არა აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. პატარა საქართველოში 50 საარჩევნო სუბიექტია. რა საჭიროა?! ყველას პირველობა უნდა და ეს არის ის, რაც გვღუპავს.

დაახლოებითთვენახევრის უკან გაფრთხილდებდით, – აგვისტოს შუა რიცხვებში 50-ზე მეტი გარდაცვლილი და 5 000-ზე მეტი ინფიცირბული იქნებოდა, არავინ გაითვალისწინა, – არც პოზიციამ, არც ოპოზიციამ, არც ექსპერტებმა, არც ბიზნესებმა, არც მოსახლეობამ. იმიტომ გეუბნებოდით, – მომზადებულიყავით.

ახლა შემოღებულივითომ შეზღუდვები აბსურდია თეატრია. დღეს ტელევიზიებს ვუყურე, გადავირიე. წინასაარჩევნოდ აკეთებენ მასობრივ შეკრებებს, რაც არ შეიძლება მარტივი მიზეზის გამო, ვუხანურ ვირუსთან შედარებით დელტა შტამი 1260-ჯერ უფრო ძლიერია (ანტისხეულების თავლსაზრისით). ეს ნიშნავს, რომ ვუხანური ვირუსი გარშემო 1-2 ადამიანს თუ აინფიცირებდა, დელტა შტამი იმავე პერიმეტრზე – 6-7-ს.

მეტროუნდა დაეკეტათ, როგორც ყველაზე დიდი გავრცელების წყარო. უნდა დაემატებინათ ბევრი ავტობუსი, რომ თითოეულში ცოტა ადმიანი ყოფილიყო. ეს იქნებოდა ეფექტური მმართველობა.

ახლანდელმა პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინა როცა შემოიტანეს, შევაქე, რადგან კარგი საქმე გაკეთდა. შეზღუდვებიც რომ გამოაცხადეს, გამიხარდა, მაგრამ როგორი?! ეს შეზღუდვები არაეფექტურია!

სამწუხაროდ, ჩვენ მივედით ისეთ ციფრებამდე, რომ პრაქტიკულად ქვეყანას სჭირდება ტოტალური ლოკდაუნი. არ მიხარია, წინააღმდეგი ვიყავი ჩაკეტვის, რადგან წინა სამი ჩაკეტვით ვერაფერი ისწავლეს, მარტო ფულს შოულობდნენ ზოგიერთები პანდემიაზე“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე საქართველოში ბრუნდება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights