სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი… კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ...

„ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი… კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა…

25 ნოემბერი, 2021

#drpkhakadze

„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ღიბრაძის განცხადებას ეხმიანება:

„კოვიდ საშვი ვერ იქნება მუდმივი, ის არ არის დაბადების მოწმობა და არ არის პასპორტი. კოვიდ საშვი უნდა იყოს დაფუძნებული მეცნიერებაზე და არა პოლიტიკაზე. კოვიდ საშვი არის დამხმარე საშუალება კოვიდთან ბრძოლაში.“

მისი თქმით, კოვიდ საშვი, კოვიდ ვაქცინა, სამედიცინო პირბადე, სოციალური დისტანცია – ეს არ არის ადამიანთან ბრძოლის იარაღი, ეს არის კოვიდთან ბრძოლის იარაღი. საქართველოს პირობებში (თუ რა კოვიდ ვითარება არის ახლა, ანუ კატასტროფული), ჩემი აკადემიური (არა პოლიტიკური) მოსაზრებით, რომელიც დაფუძნებულია ბოლო სამეცნიერო კვლევებზე და უახლეს საერთაშორისო გამოცდილებაზე, კოვიდ საშვის სისტემა უნდა გამარტივდეს და შემდეგი კრიტერიუმებით გაიცეს:

„ვაქცინირებული 2 დოზა „ფაიზერით“ – ვალიდურობა 6 თვე. ბუსტერის (სამივე დოზა „ფაიზერით“ უნდა იყოს) შემთხვევაში ვალიდურობა დამატებით 6 თვე.

პსრ ტესტი – ვალიდურობა 72 საათი. კოვიდ გადატანილი – დადასტურებიდან 11 დღიდან 60 დღემდე.

გვეყოს ადამიანებთან ბრძოლა, ვებრძოლოთ ვირუსს. იხილეთ მაგალითები ევროკავშირიდან და ისრაელიდან. ორივე შემთხვევაში ვალიდურობა არის 6 თვე“, – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა “მწვანე სტატუსი” მუდმივად ექნებათ.

„ამ ეტაპზე რეგულაციებით, რომლებიც შემოდის, მწვანე სტატუსი კოვიდგადატანილ ადამიანს ექნება მუდმივად, ანუ ჩამკეტი არ იარსებებს. მწვანე სტატუსი ენიჭება ასევე პირს, თუ მას აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.კიდევ ერთხელ მინდა დავაზუსტო, რა არის მწვანე სტატუსი და რომელ დაწესებულებებში დაგვჭირდება მწვანე სტატუსის გამოყენება. მწვანე სტატუსი ენიჭება ადამიანს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ანუ გაკეთებული აქვს აცრის 2 დოზა. გადატანილი აქვს კოვიდინფექცია, ოღონდ ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. ამ შემთხვევაში აღარ ვრცელდება პერიოდი. ანუ კოვიდის გადატანის შემდეგ ე.წ. ჩამკეტი აღარ არის და მას მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად. ასევე, თუ ადამიანს აქვს გაკეთებული 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ასევე თუ ადამიანს აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენის დამადასტურებელი ტესტი.

მწვანე სტატუსის წარდგენა გვჭირდება – რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში. ეს არის კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები, სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგირო გზები“,- განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე.

მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეძლებთ შემდეგ დაწესებულებებში შესვლას:

რესტორნები, კაფეები, ბარები, – ღია და დახურული სივრცეები,

კინოთეატრები, თეატრები, ოპერები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები;

სამორინეები, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული დაწესებულებები;

სპა ცენტრები, ფიტნეს დარბაზები;

სასტუმროები;

სამთო კურორტების საბაგირო გზები.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD


https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: ირინა დათაშვილი #datashvil



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს: ნელა კლავს ადამიანებს მთელ მსოფლიოში — მეცნიერები ინდუსტრიას ბრალს სდებენ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights