ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია...

100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია…

17/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ავტობუსში როცა ხართ, კონდიციონერი არ უნდა იყოს ჩართული. ფანჯრები უნდა იყოს ღია. ტრანსპორტში თუ ხართ, როგორმე ფანჯრის მხარეს დასხედით. თუ ხართ ტაქსიში, ორი ფანჯარა უნდა იყოს ღია“.

მისი თქმით, მძღოლის ფანჯარა უნდა იყოს დაკეტილი, მის გვერდით კი ღია.

„მძღოლის უკან მდებარე ფანჯარაც ღია უნდა იყოს. მძღოლის უკან არა, მეორე მხარეს დასხედით. ეს კიდევ ერთი ძალიან პატარა ხრიკია თავის დაცვისთვის. ერთ-ორ გაჩერებაში თუ გინდათ გადაადგილება, ფეხით გაიარეთ. სიარული ძალიან კარგია. ტრანსპორტში არ უნდა ილაპარაკოთ, ჩუმად უნდა იყოთ, ეს არის ერთ-ერთი საშუალება, ვირუსი ნაკლებად რომ გავრცელდეს. 100%-ით არაფერი იცავს, მაგრამ რისკებს შეამცირებთ“, – ურჩევს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ღოღობერიძე გიორგი ფხაკაძესთან დაპირისპირების შესახებ – „არა მგონია თვითონ გიორგი იყოს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights