სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიკრაკენი (Kraken) საქართველოშია!

კრაკენი (Kraken) საქართველოშია!

#drpkhakadze

საქარველოში კრაკენის თავიდან ასაცილებლად: დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა… როგორც მივხვდი, საქართველოში არავინ არის ისეთი, ვინც თქვენ ამ ინფორმაციას მოგაწვდით.

ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის საგანგაშო, მაგრამ ფრიად საყურადღებოა!

კრაკენი უკვე საქართველოშია.

კრაკენი – ეს არის კოვიდის – ომიკრონის ვარიანტი, რომელიც, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში უკვე ძალიან გავრცელდა და საქართველომდეც მოვიდა.

ფრთხილად იყავით, ხშირად დაიბანეთ ხელები, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია.

სამწუხაროდ, საქართველოში ომიკრონის საწინააღმდეგო ბივალენტური ვაქცინა არ არის შემოტანილი. შესაბამისად, რჩება მხოლოდ შემდეგი იარაღები: დისტანცია, პირბადე, ხელების დაბანა! ფრთილად იყავით, დაიცავით საკუთარი თავი და ახლობლები და, რაც მთავარია, იყავით პოზიტიურად განწყობილი!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD



https://youtube.com/@drpkhakadze



ავტორი: გიორგი ფხაკაძე




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ტყუილი უნდა ისჯებოდეს! ლიცენზიის შეჩერების საკითხი…“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights