სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები… საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. აღმოჩნდა, რომ ყველაზე...

„კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები… საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. აღმოჩნდა, რომ ყველაზე…

24/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საკმაოდ საინტერესო კვლევა ამერიკიდან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეადარა ამერიკაში დაშვებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები და აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტური არის მოდერნა – 93%, შემდეგ მოდის ფაიზერი – 88% და ჯონსონის ვაქცინა – 71%.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მოდერნა უფრო “მყარი” ვაქცინაა ფაიზერთან შედარებით.

დღესდღეობით მხოლოდ ფაიზერმა მიიღო სრული ავტორიზაცია 16 წლის ასაკის ზევით ადამიანებში და 12-16 წლის ასაკში – გადაუდებელი მოხმარებისთვის. მოდერნა და ჯონსონი არიან გადაუდებელი მოხმარების ვაქცინები 16 წლის ასაკიდან. მოდერნა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მიიღებს სრულ ავტორიზაციას ამერიკის წამლის სააგენტოდან.

რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი მტკიცრბულებები გვაქვს, რომ ფაიზერი და მოდერნა საკმაოდ კარგად უმკლავდებიან ამ ვერაგ ვირუსს. გახსოვდეთ, რომ არც ერთი ვაქცინა არ იცავს 100%-ით და აუცილებელია:

გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე ნებისმიერმა ადამიანმა (აცრილმა და აუცრელმა)

დაიბანოთ ხელები ხშირად,

დაიცვათ დისტანცია და აერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს,

გაანიავოთ შენობები რაც შეიძლება ხშირად,

და, რა თქმა უნდა, აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია,

დაეხმარეთ საკუთარ თავს და დაიცავით თქვენი ახლობლები,

იყავით პოზიტიურები და გაეცით სიკეთე და არა ვირუსი,

—-

Recent CDC study published in MMWR has compared the efficacy in adults of the 3 COVID-19 vaccines used in the US. The study, based on real-world data, looked at the March 11- August 15 2021 period to monitor vaccine effectiveness (VE) at preventing hospitalization. VE was higher for the Moderna (93%) than the Pfizer-BioNTech vaccine (88%) and the Janssen vaccine (71%). Differences between Moderna and Pfizer vaccines were driven by a decline in VE after 120 days for the Pfizer-BioNTech but not the Moderna vaccine. The authors highlight that all FDA-approved or authorized COVID-19 vaccines provide substantial protection against COVID-19 hospitalization

“ – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze

MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

#ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ის უკვე 50 ქვეყანაში გამოვლინდა - სწრაფად ვრცელდება...“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights