ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას…“-გიორგი ფხაკაძე

„ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას…“-გიორგი ფხაკაძე

17/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil


პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაციასაზღვრების გარეშე“ ხელმძვანელიგიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჭიანურდება, 5 თვეში კი ადამიანის ორგანიზმი ანტისხეულებს კარგავს და ხელახალი ვაქცინაციაა საჭირო.

„საქართველოში ზოგიერთი კოლეგა ამბობს, რომ ჩინურ ვაქცინებზე ნაკლები ალერგიებია. რის საფუძველზე ამბობენ? არ გეჩხუბებით არავის, ისედაც ცოტანი ვართ ქართველები. უბრალოდ, დადეთ სანდო კვლევები.

ერთადერთი, რაც შემიძლია, ჩინურზე გითხრათ – თუ თქვენ ამ ავქცინას გაიკეთებთ, შესაძლოა, უფრო იოლად გადაიტანოთ კოვიდი, თორემ 79% რომ დაგიცავთ, ზღაპარია. სადღაც 50%-მდე დაგიცავთ, არ იქნება სიკვდილიანობა და თავს არ ამოყოფთ რეანიმაციაში. ეს ორი პოზიტიური მომენტი შეგვიძლია, ჩინურ ვაქცინაზე ვთქვათ.

ორი რეკომენდაცია ზოგადად:

1. ვაქცინაციის შემდეგაც სამედიცინო პირბადე აუცილებელია.

2. ვაქცინების არევა კარგი არ არის, რომელ ვაქცინასაც დაიწყებთ, მეორე დოზაც აუცილებლად იმ ვაქცინის უნდა გაიკეთოთ;

ვაქცინაციის შესახებ ჩემი რეკომენდაცია მარტივია – რა ვაქცინაც არის, გაიკეთეთ, თუ თქვენ ამას საჭიროდ თვლით. დაძალებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

გაითვალისწინეთ, ვაქცინაცია 100%-იან დაცვას არ ნიშნავს, „ფაიზერი“ დაგიცავთ დაახლოებით 94%, „ასტრაზენეკა“ – 70%, ჩინური – 50%. პირველი დოზის შემდეგ დაცვა არ არის, დაცული იქნებით პირველი დოზიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ.

ვაქცინირებული ადამიანებისთვის „მწვანე პასპორტების“ შემოღებას არ ვეთანხმები. ვინც აიცრება, მათთვის ყველაფერი გაიხსნას – ეს მიდგომა არასწორია.

როგორც ვამბობდი, ასეც მოხდა – 2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია არ იქნება. მოსახლეობის 1%-ის აცრა არაფერს გვაძლევს. ქვეყანა უნდა აიცრას 3 თვეში, სწრაფად და ყველა! ეს არის ვაქცინაციის პროგრამა, დანარჩენი თამაშია.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესს რომ 5 თვე წელავენ, ამ დროში ადამიანი კარგავს იმუნიტეტს და აცრილიც ხელახლა უნდა აიცრას. აღარ მინდა ნეგატივზე საუბარი“, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მსოფლიოში წამოვიდა კოვიდის ახალი, ძლიერი ტალღა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights