სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„მაქვს კარგი ამბავი, ეს ჩვენი გამარჯვებაა“ -გიორგი ფხაკაძე

„მაქვს კარგი ამბავი, ეს ჩვენი გამარჯვებაა“ -გიორგი ფხაკაძე

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


„მაქვს კარგი ამბავი:


„საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივასთან“ დაკავშირებით პროცესი ძალიან კარგად მიდის. 26-მა ორგანიზაციამ უკვე შემოიტანა განაცხადი, ორშაბათისთვის დაახლოებით 30-ზე მეტი იქნება. ეს ჩვენი გამარჯვებაა, სამედიცინო დაწესებულებები ნებაყოფლობით იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მათთვის ხარისხი პრიორიტეტია!


გეოგრაფიული არეალი თანდათან ფართოვდება. დღეს ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკა ბორჯომიდანაც დამიკავშრდა. უკვე გვყავს აკრედიტაციის მსურველი სამედიცინო დაწესებულებები თბილისიდან, ბათუმიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და ა.შ.


მომავალ კვირას უკვე პირველი ორგანიზაცია ოფიციალურად გაივლის აკრედიტაციას. ამის შესახებ ინფორმაციას საჯაროდ მოგაწვდით;


გუშინ ძალიან საინტერსო საჯარო ონლაინ-შეხვედრა გვქონდა აკრედიტაციის პირველ კანდიდატთან. ეს იყო სტომატოლოგიური კლინიკა „ჰებე“. აკრედიტაციის პრეტენდენტებს ასე მორიგეობით გაგაცნობთ;


ნუ ვიტყვით,- საქართველოში არ გვყავს კარგი ექიმები! გვყავს კარგი ექიმებიც, ექთნებიც, სამედიცინო პერსონალიც! გვაქვს კარგი კლინიკებიც, ოღონდ ცოტა ხელის შევლება სჭირდებათ. მოგვმართეთ, დაგეხმარებით! ერთად ყველაფერს შევძლებთ და ცოტა ხანში ქვეყანაში გამართული ჯანდაცვის სისტემა იქნება!“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მისი სახელია B117: პასუხები Covid 19-ის ახალ შტამზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights