სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„მინისტრი მართალია, და ვეთანხმები. სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი“ – გიორგი ფხაკაძე

„მინისტრი მართალია, და ვეთანხმები. სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი“ – გიორგი ფხაკაძე

23/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას ეხმაურება:

„რა თქვა ასეთი მინისტრმა, რაც შეიძლება გაუგებარი იყოს?! – ახლა ადამიანს გაგება თუ არ უნდა და სირაქლემის პოზიციაში ყოფნა ურჩევნია, ეგ სხვა საქმეა, იმას არაფერი ეშველება, სამწუხაროდ, ეს არის ფაქტი. მინისტრი კი მართალია, და ვეთანხმები“.


საქართველოში ორჯერადად აცრილი პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით:

-„მსგავსი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსოფლიოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება მსგავსი და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, რადგან ეს არის 0.001 პროცენტი. ძირითადად, ვაქცინა გვიცავს ლეტალური შემთხვევებისგან.
ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანება, რომელიც გამოწვეული იყო მათი ქრონიკული დაავადებებისგან. ამ შემთხვევაში ექიმების ძალისხმევაც აღმოჩნდა უშედეგო. ეს არ უნდა იყოს პანიკის საფუძველი, რადგან ერთეული შემთხვევები არის მთელს მსოფლიოში“.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა:
-„ჯერჯერობით მიმდინარეობს ამ ფაქტის მოკვლევა, ისევე როგორც წინა ფაქტის მოკვლევა. 100%-იანი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არსებობს“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ19-ით "0" სიკვდილიანობა, დიახ არ გეშლებათ, 126 მილიონიან ქვეყანაში...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights