სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიტელეფონზე გიორგი ფხაკაძემ სანამ არ დაურეკა, ანრი ჯოხაძის დედის დარწმუნება ვერც მან...

ტელეფონზე გიორგი ფხაკაძემ სანამ არ დაურეკა, ანრი ჯოხაძის დედის დარწმუნება ვერც მან და ვერც ვერავინ

24/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



მომღერალ ანრი ჯოხაძის დედას, რუსუდან ჩხაიძეს აცრის გაკეთება არ სურდა. მიუხედავად ანრის დიდი თხოვნისა, რუსუდანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგი იყო. მომღერალმა კი გამოსავალი იპოვა.

მომღერალი ანრი ჯოხაძე ამბობს, რომ დედამისი, რუსუდან ჩხაიძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობდა. დიდი ხნის განმავლობაში რუსუდან ჩხაიძის დარწმუნება ვერც მან და ვერც ვერავინ მოახერხა, სანამ ტელეფონზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ არ დაურეკა.

რუსუდან ჩხაიძე გიორგი ფხაკაძის ლაივჩართვებს ხშირად უყურებდა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება მიიღო, გიორგი ფხაკაძისთვის ეთხოვა დედამისი აცრაზე დაეთანხმებინა.

„ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, როგორ გამოხატავდა ამ პროტესტს რამდენიმე თვის განმავლობაში. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ გიორგი ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე.

ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. მოეფერა, მოიკითხა, უთხრა, რომ 24 საათი მას უსმენს. მადლობა გიორგის, მან გადამარჩინა. აუხსნა, რომ დელტა შტამი ძალიან საშიშია. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე “პრაიმშოუში”.


MD, MPH, PhD


#drpkhakadze #accreditationge #გიორგიფხაკაძე


#ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „დიდი მადლობა თოთოეულ ადამიანს, დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და მედიასაშუალებას, ვინც“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights