ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ორი კარგი ამბავია… არ უნდათ ამდენი ტყუილი…“-გიორგი ფხაკაძე

„ორი კარგი ამბავია… არ უნდათ ამდენი ტყუილი…“-გიორგი ფხაკაძე

08/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ზოგიერთმა ვაქცინაციის წინ ანალიზების გაკეთება და ფულის გაკეთება დაიწყო, ეს არასწორია, ვაქცინაციის წინ არაფერია საჭირო, შეეკითხებიან, თუ აქვს ალერგია და მორჩა… კოვიდვაქცინა მართლა არ არის საშიში უკუჩვენებების კუთხით. ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს.


რაც შეეხება „ატრაზენეკას“ და „ფაიზერს“, უკვე ძალიან ბევრი კვლევაა დაბეჭდილი, ვინც გაგიკეთებთ ვაქცინას, ის გეტყვით, თქვენთვის შეიძლება თუ არა, შეავსებთ კითხვარს. ვაქცინის გაკეთების შემდეგ ერთი თვე არ ხართ დაცულები, ამიტომ ნუ ირბენთ ქეიფებზე და ნუ მოიხსნით პირბადეს. მეორე ვაქცინიდან 14 დღის შემდეგ ითვლებით უკვე დაცულად.


ვინც აიცრა ორი დოზით „ფაიზერით“, „მოდერნათი“ და „ჯონსონით“, უკვე პირბადის გამოყენება აღარ არის საჭირო ღია სივრცეში, დახურულ სივრცეში რეკომენდირებულია. ჩინური ვაქცინა არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ დაცული. საქართველოში ზოგი ექსპერტი პოლიტიკურად არის ანგაჟირებული… არ უნდათ ამდენი ტყუილი…

ორი კარგი ამბავი არის: სეიშენის კუნძულებიდან რაც გვაქვს ინფორმაცია, ვინც გაიკეთა ორივე დოზა, სიკვდილიანობა არ არის და რეანიმაციურ განყოფილებაში არ ამოყოფთ თავს.


რომელი ვაქცინებიც გვაქვს საქართველოში, არ მოხვდებით რეანიმაციურ განყოფილებაში და რთულად არ გადაიტანთ კოვიდს. გვახსოვდეს, რომ საუბარია უჰანის ვირუსისა და ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. „ასტრაზენეკა“ არ მუშაობს სამხრეთაფრიკული შტამის წინააღმდეგ. შესაძლოა, მუშაობდეს ინდური შტამის წინააღმდეგ“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე მუნის მკურნალობის პროტოკოლს და სამკურნალო საშუალებებს აქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights