სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიწერტილი, დამთავრდა… ამ ექიმებს ლიცენზია ჩამოვართმევდი და ვეღარ იმუშავებდნენ…- ვის შესახებ საუბრობს

წერტილი, დამთავრდა… ამ ექიმებს ლიცენზია ჩამოვართმევდი და ვეღარ იმუშავებდნენ…- ვის შესახებ საუბრობს

22/10/2021

საქართველოში ეპიდვიტარება დღითიდღე უარესდება. ვაქცინაციის ტემპი კი იკლებს. ფაქტია, რომ კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა ჩვეულებრივ სტატისტიკად იქცა და ხალხი არ ფიქრობს ვაქცინაციაზე.


ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ მომდევნო სამი თვე ძალიან მძიმე იქნება საქართველოში. მისივე თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ ყველა ღონე გამოიყენოს, რომ ვაქცინაციის პროცესი სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს.

„მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო, ამ ექიმებს ჩვეულებრივად ლიცენზია ჩამოერთმეოდათ, – ეს შენიშვნა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ იმ ექიმების შესახებ განაცხადა, რომლებიც ეწევიან აგიტაციას, რომ სხვები აიცრან, თუმცა, არც თვითონ და არც ოჯახის წევრები აცრილები არ არიან.

„სისტემური პრობლემა გვაქვს. მე რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი ვიყო ამ ექიმებს ჩვეულებრივად ლიცენზია ჩამოერთმეოდათდა ალბათ, ვერც იმუშავებდნენ. წერტილი. დამთავრდა. ასევე ქვეყანაში ერთი ვაქცინა უნდა იყოს. ხალხი დაიბნა. გეგონება მიდიხარ ბაზარში და კარტოფილს ყიდულობ. ყველაზე ეფექტური მსოფლიოში „ფაიზერია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე გადაცემაში „ჩარჩოს მიღმა“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsertili-damtavrda-am-eqimebs-litsenzia-chamovartmevdi-da-veghar-imushavebdnen-vis-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გიორგი ფხაკაძე: "წამალი უნდა იყოს გამოწერილი მხოლოდ ექიმის მიერ და არა ბებო მაროს ან ზოიას მიერ"
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights