სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს – საქართველომ უნდა იფიქროს, საიდან...

„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს – საქართველომ უნდა იფიქროს, საიდან ჩამოიტანოს…

16/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საბოლოო რეკომენდაცია ამ საკითხზე იქნება 18 მარტს.
იმედია, იქნება დადებითი რეკომენდაცია!
საქართველომ კი უნდა იფიქროს, საიდან ჩამოიტანოს მომავალში ვაქცინები (ჩინურ და რუსულ ვაქცინებს ასეთი დეტალური, გამჭვირვალე პროცესი არა აქვს)
ვისწავლოთ შეცდომებზე!…“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე და პოსტს იზიარებს:
Saba Shkubuliani


„ევროპის მედიკამენტების სააგენტო (EMA) აცხადებს რომ არ არსებობს კავშირი “AstraZeneca”-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის.
EMA-ს აღმასრულებელი დირექტორის, ემერ კუკის განცხადებით, სააგენტო დარწმუნებულია, რომ “AstraZeneca”-ს ვაქცინის სარგებელი გაცილებით აჭარბებს მისი გვერდითი ეფექტების რისკს.
მისივე განცხადებით, თრომბოემბოლიის შემთხვევები არ აღემატება მოსახლეობაში ზოგადად არსებულ შემთხვევებს.
ამ დროისათვის, ევროპის მასშტაბით “AstraZeneca”-ს ვაქცინით 17 მილიონამდე ადამიანია აცრილი.


ოქსფორდის უნივერსიტეტისა და “AstraZeneca”-ს ვაქცინის გამოყენება ზოგიერთ ქვეყანაში დროებით მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ ადამიანში დაფიქსირდა თრომბის წარმოქმნა.
მარეგულირებელ ორგანოთა განცხადებით, ეს ქმედება უბრალოდ სიფრთხილისთვის მიღებული ზომაა და არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ შემთხვევებთან ვაქცინა რაიმე კავშირშია. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, ვაქცინის გამოყენება გრძელდება.
თრომბი ბუნებრივად წარმოიქმნება და სულაც არ არის იშვიათი. 10 მარტის მონაცემებით, ევროპაში ვაქცინირებულ ხუთ მილიონ ადამიანს შორის თრომბი 30 ადამიანში დაფიქსირდა, უფრო ნაკლებში, ვიდრე მოსალოდნელია ბუნებრივად, არავაქცინირებულ ადამიანებში“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პარტნიორ კლინიკებს შორის ხელშეკრულებები გაფორმდა - მკურნალობას ონკოლოგიური დაავადების მქონე ყველა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights