სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ომიკრონი“ ასრულებს პანდემიასო, ეს ზღაპარია – გიორგი ფხაკაძე

„ომიკრონი“ ასრულებს პანდემიასო, ეს ზღაპარია – გიორგი ფხაკაძე

26/12/2021


„ომიკრონი“, სავარაუდოდ, ასრულებს პანდემიას…“ ასეთმა სათაურებმა წალეკა დღეს ქართული ინტერნეტი. ეს რომ ზღაპარია, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ არ გვინდა, დავიჯეროთ და მივიღოთ რეალობა, – ამ შინაარსის პოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე აქვეყნებს.

„უკვე დროა, შევეჩვიოთ, რომ რეალობას თვალებში ჩავხედოთ … ეს ვერაგი ვირუსი არსად არ მიდის და არც აპირებს წასვლას. ადაპტაცია უნდა განიცადოს ჩვენმა დღევანდელმა ცხოვრებამ. არ უნდა ველოდოთ „ძველებურ ცხოვრებას“ და შევეგუოთ, რომ ის არის ჩვენთან ერთად და ვიყოთ მასზე უფრო ჭკვიანები, ჯერჯერობით, ის უფრო ჭკვიანია…

სანამ დედამიწაზე ბოლო ადამიანი არ იქნება აცრილი, ეს ვირუსი თავს არ დაგვანებებს. ეს არის რეალობა. ეს არის ფაქტი. თავს ნუ ვიტყუებთ. ვისაც „რუსული რულეტკის“ თამაში მოგენატრათ, თქვენი გადასაწყვეტია, ოღონდ სხვებს რატომ ითრევთ თქვენს თამაშში?!დაფიქრდით…გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!“, – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/?s=%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94&type=post&fbclid=IwAR2-jwx4sbm6712MS2-deFKCBmuPu2_gZLZmsY27UgOsCu6mqulDbvdm8hw



author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ცნობილია, რომელი კლინიკა დაჯარიმდა 20 000 ლარით...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights