სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიგიორგი ფხაკაძე – “75 წლის ზევით ადამიანებში კოვიდვაქცინები დროთა განმავლობაში ძალას კარგავენ”

გიორგი ფხაკაძე – “75 წლის ზევით ადამიანებში კოვიდვაქცინები დროთა განმავლობაში ძალას კარგავენ”

12/10/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ 75 წლის ზევით ასაკის ადამიანებში კოვიდვაქცინები (მოდერნა, ფაიზერი და ჯონსონი) დროთა განმავლობაში კარგავენ ძალას
კარგი ამბავია, რომ დელტა ვარიანტის შემთხვევაში ეს ვაქცინები იცავენ ჰოსპიტალიზაციისგან: მოდერნა 95%, ფაიზერი 80% და ჯონსონი 60%,


ვუ ვარიანტის შემთხვევაში ვერ არის კარგად საქმე იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ ვუ ვარიანტის წინააღმდეგ არსებული ვაქცინებიც შეიძლება, ვერ იყოს ეფექტური (რა მეშველება, ჟენევაშიც დაფიქსირდა). კარგია, რომ ჯერ დომინანტი არ არის და საქართველოში ჯერჯერობით არ არის, ცუდი ამბავია ის, რომ 40 ქვეყანაში უკვე გავრცელდა.


გამოსავალი:
სამედიცინო პირბადე
დაჩქარებული ვაქცინაცია – ეფექტური ვაქცინებით (ფაიზერი /მოდერნა) მოსახლეობის 85%-ის დაფარვა
საღი გონება – გინება/შეურაცხოფა/გაბრაზება/კონსპირაციული თეორიები გამოსავალი არ არის. პრაგმატულად ვმართოთ პანდემია:
კოვიდსაშვი,
მიზნობრივი ვაქცინაცია,
ტესტირება,
კლასტერების კონტროლი, და
წერტილოვანი იზოლაცია/ჩაკეტვა”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/09/giorgi-phkhakadze-75-tslis-zevith-adamianebshi-kovidvaqtsinebi-drotha-ganmavlobashi-dzalas-kargaven/




author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights