ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგი„ველოდები, რომ პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან…“-გიორგი ფხაკაძე

„ველოდები, რომ პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან…“-გიორგი ფხაკაძე

13/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;
ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;
აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხართ ხალხთან ერთად;
ველოდები, რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრთა კაბინეტის წევრები;
ჯანდაცვის სფეროდან:
ჯანდაცვის მინისტრი;
ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა;
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.

ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!!

სიტყვებიდან საქმეზე გადადით!“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს, სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.
ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „თუ მინიმუმ ჩემი დონე გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს“, – ვინ იწვევს გიორგი ფხაკაძეს დებატებში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights