ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარიბლოგი“ზღაპრებზე რატომ გადავდივართ, დიდი იმედგაცრუებაა…” – ფხაკაძე ღოღობერიძის წინააღმდეგ

“ზღაპრებზე რატომ გადავდივართ, დიდი იმედგაცრუებაა…” – ფხაკაძე ღოღობერიძის წინააღმდეგ

27/01/2021


“რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე… იმედია, ვცდები…”-ასე ეხმაურება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ექიმ გიორგი ღოღობერიძის მორიგ ვიდეო მიმართვას, სადაც ის კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” შესახებ საუბრობს.


გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


“არაერთმა ადამიანმა ჩამიგდო ეს ლინკი.

კოვიდი არის გაციება?! პოსტკოვიდი სად არის?

საინტერესოა, მაგრამ ზღაპრებზე რატომ გადავდივართ?! მოკლედ, რა…

დღეს დაზუსტებით არაფერი ვიცით ამ ვირუსის ახალი შტამის შესახებ. დეტალური ინფორმაცია იქნება 2-3 კვირაში, ისიც ნაწილობრივ, ვაქცინების კუთხით.

გაზიარებული ინფორმაცია არის “misleading”(მცდარი).

იქნებ კლინიკურ საკითხებს მივხედოთ და საზოგადოებრივ ჯანდაცვას ამ ეტაპზე თავი ავარიდოთ.


ყველას გვაქვს ჩვენს (სამედიცინო) სფეროში ლიცენზიები და მივყვეთ ჩვენს დარგს…

ყველა ახალგაზრდა კოლეგის აქტიურობას მივესალმები, მაგრამ სჯობს, ჯერ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას…

ექიმი საუბრობდე პანდემიაზე და არ ახსენო ვაქცინაცია?! ეს, უბრალოდ, ეთიკის საკითხია. სამედიცინო ეთიკა და დაუწერელი სამედიცინო კოდექსი არასდროს არ უნდა დავარღვიოთ.


რეზიდენტებს ბევრი ეპატიებათ, ფაქტობრივად, სტუდენტები არიან, მაგრამ როცა ექიმის ლიცენზიას აიღებ, ეს უკვე პასუხისმგებლობაა. დიდი იმედგაცრუებაა, რაც ახლა ვნახე… იმედია, ვცდები…


P.S.: ახლა დამესევიან ფანკლუბის წევრები …” – წერს პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/zghaprebze-ratom-gadavdivarth-didi-imedgatsruebaa-phkhakadze-ghoghoberidzis-tsinaaghmdeg/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტრამპი, მასკი და ოლტმანი საუდის არაბეთში – ისტორიული შეთანხმებები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights