სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ვაქცინა სანამ საქართველოში მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე ყველანაირი ინფორმაცია...“

„ვაქცინა სანამ საქართველოში მოსახლეობისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მანამდე ყველანაირი ინფორმაცია…“

01/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ რადგან, ჯერჯერობით, კვლევა არ ჩატარებულა 18 წლამდე ბავშვებზე, ორსულებსა და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, მათთვის ვაქცინის გაკეთება არ არის შესაძლებელი.


„არ არსებობს დედამიწაზე წამალი, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს, ეს ნორმალური პროცესია. აქ საუბარია, რამხელაა ეს უკუჩვენება. ახალი ვაქცინაა, მასზე ბევრი ინფორმაცია არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით. ეს არის ისრაელის მაგალითი, სადაც მთელი ინფორმაციაა ამაზე შეგროვებული, თუ ვისთან რა გვერდითი მოვლენები გამოიწვია“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისი თქმით, სასიხარულოა ის, რომ არ არის ისეთი დიდი გვერდითი მოვლენები როგორიც ეგონათ თავიდან.


„პრაქტიკულად, სისტემა დაიხვეწა და კიდევ უფრო დაიხვეწება, სანამ საქართველოში მოსახლეობამდე იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, უკვე მაგ დროისათვის, ჩვენ ყველანაირი ინფორმაცია გვექნება მასზე. პირველი, რაც ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ვაქცინაცია, ჯერჯერობით, არ შეიძლება ბავშვებისათვის, იგულისხმება 18 წლამდე ასაკის ბავშვები, ვინაიდან მათზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. ასევე, არ ვიცით ფეხმძიმე ქალებზე და 80 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, შეიძლება თუ არა ვაქცინაცია, ვინაიდან არც მათზე ჩატარებულა ჯერ კვლევები”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ - გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights