ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიმეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში...

მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში კორონავირუსი

05.05.2020 Rustavi2



მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა დეკემბერში და ნოემბერშიც კი იყო ევროპაში კორონავირუსი – გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “დღის კურიერში” სტუმრობისას გარდიანის სტატიას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კორონავირუსი ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს ჯერ კიდევ დეკემბერში დაუდგინდა, როდესაც ევროპაში კორონავირუსზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობდა.


გიორგი ფხაკაძის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ახალი არ არის და ამაზე კვლევები მიმდინარეობს.


ფხაკაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაზუსტებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.


“მეცნიერულ კვლევებში იყო საუბარი, რომ შესაძლოა როგორც დეკემბერში, ასევე ნოემბერშიც კი ყოფილიყო კორონავირუსი. ამას კიდევ უნდა გადამოწმება. ამაზე კვლევები მიმდინარეობს.


“კოვიდ-19” არის ძალიან ახალი, მის შესახებ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ძალიან ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობს, რამდენიმე ადამიანი ატარებს კვლევებს და შემდეგ დიდი აჟიოტაჟია პრესაში. ჩვენ ნებისმიერ ინფორმაციას მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან უნდა მივიღოთ.


“კოვიდ-19″ რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო, თუ ერთი თვით ადრე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ძირითადად ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქროთ. მე მაინც იმედი მაქვს, რომ წამალი უფრო ადრე გვექნება, ვიდრე ვაქცინა,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163511

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights